პარიზში, კრისტის აუქციონზე ფრანგი მსახიობის, კატრინ დენევის კაბების პირადი კოლექციის ნაწილი გაიტანეს. მსახიობისთვის დიზაინერ ივ სენ ლორანის მიერ შექმნილი სამოსი მილიონ ევროდ გაიყიდა. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
სრული კოლექცია 300 ზე მეტ ლოტს მოიცავს. მათ შორისაა საღამოს კაბები და ყოველდღიური სამოსი. ყველაზე ძვირადღირებული ლოტი კი ვარდისფერი კაბა გახდა, რომელიც ფრანგ ვარსკვლავს რეჟისორ ალფრედ ჰიჩკოკის გაცნობის დღეს ეცვა.
კაბა ახალმა მფლობელმა 42 ათას 500 ევროდ შეიძინა. თანხამ ლოტის საწყის ღორებულებას ათჯერ გადააჭარბა.