ფრანგი პიანისტი, კომპოზიტორი და მომღერალი მიშელ ლეგრანი 86 წლისა გარდაიცვალა. ამის შესახებ გაზეთი Monde-ი მუსიკოსის პრესატაშეზე დაყრდნობით იუწყება.
ლეგრანი ცნობილი იყო კინოფილმებისთვის შექმნილი მუსიკით - „შერბურის ქოლგები“, „გოგოები როშფორიდან“, „თომას კრაუნის აფერა“.
მან სამჯერ მიიღო „ოსკარის“ ჯილდო, ხუთჯერ - „გრემი“, ერთხელ კი - „ოქროს გლობუსი“. მასთან მუშაობდნენ ცნობილი მომღერლები - რეი ჩარლზი, ფრენკ სინატრა და ედიტ პიაფი.