ლუკაშენკო მხარს მადუროს უჭერს

ლუკაშენკო მხარს მადუროს უჭერს

ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოსა და ნიკოლას მადუროს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ლუკაშენკომ ვენესუელელ კოლეგას მხარდაჭერა გამოუცხადა. ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„კატეგორიულად არ ვუჭერთ მხარს სუვერენული სახელმწიფოს შიდა საქმეებში ნებისმიერი სახის ჩარევას, მათ შორის მათ, რაც ქვეყანაში სიტუაციის დესტაბილიზაციისკენ არის მიმართული“, - განმარტა ლუკაშენკომ.

ნიკოლას მადუროს მანამდე მხარდაჭერა გამოუცხადა რუსეთმა, თურქეთმა, ბოლივიამ, კუბამ,  მექსიკამ და ურუგვაიმ.

23 იანვარს კარაკასში გამართულ მრავალრიცხოვან აქციაზე ოპოზიციის ლიდერმა, ხუან გუაიდომ საკუთარი თავი ვენესუელის პრეზიდენტად გამოაცხადა. ხუან გუაიდო ვენესუელის დროებით პრეზიდენტად უკვე აღიარეს: არგენტინამ, ბრაზილიამ,  გვატემალამ, ჰონდურასმა, საქართველომ, კანადამ, კოლუმბიამ, კოსტა-რიკამ, პანამამ, პარაგვაიმ,  პერუმ, აშშ-მ, ჩილემ, ეკვადორმა.