ამალ და ჯორჯ კლუნების ოჯახი დანგრევის პირასაა

ამალ და ჯორჯ კლუნების ოჯახი დანგრევის პირასაა

ჯორჯ და ამალ კლუნების ურთიერთობაში, როგორც ჩანს გარკვეული პრობლემებია. იმის შესახებ, რომ შესაძლოა წყვილი უკვე დაშორდა კიდევაც უცხოურმა ტაბლოიდებმა სტატიები 23 იანვარს გამოაქვეყნეს და გარკვეულ დეტალებსაც მოჰფინეს შუქი.

57 წლის მსახიობი, ამალ კლუნიმ რამდენიმე დღის წინ შვილებთან - ალექსანდერსა და ელასთან ერთად დატოვა.

ტყუპები, რომლებიც ჯერ მხოლოდ ერთი წლის არიან დედასთან ერთად ახლა იტალიაში იმყოფებიან, მათი ოჯახი კი ინგლისში ცხოვრობდა.

Radar Online-ის ცნობით, ჯორჯი ცდილობს 40 წლის მეუღლესთან ურთიერთობა აღიდგინოს და რამდენჯერმე სცადა მას ტელეფონით დაკავშირებოდა, რათა მისთვის შვილების ნახვის უფლება მაინც მიეცა.

წყვილი 2014 წლიდან იმყოფება ქორწინებაში და უცნობია მიზეზი იმისა, თუ რატომ გადაწყვიტა ამალმა მეუღლის მიტოვება.

მიუხედავად ამისა, საზოგადოება უკვე განიხილავს იმ შემთხვევას თუ რა მოხდება, როცა ცოლ-ქმარი ერთმანეთს ოფიციალურად გაშორდება.

როგორც ირკვევა, წყვილის საერთო ქონება ამჟამად 520 მილიონ დოლარს შეადგენს და საზოგადოება არათუ ამ ურთიერთობის ბედი აინტერესევს, არამედ უკვე გარკვეულ ვარაუდებსაც აფიქსირებს დედისა და შვილების ფინანსური უზრუნველყოფის შესახებ.