ნავთობზე ფასი შემცირდა

ნავთობზე ფასი შემცირდა

დღევანდელ ვაჭრობაზე  Brent-ის ტიპის ნავთობის ფიუჩერსის ფასი 0,49%-ით შემცირდა და ბარელზე 60,84 დოლარს გაუტოლდა, ხოლო ამერიკული WTI-ის ტიპის ნავთობის ფიურჩების ფასიც 0,49%-ით შემცირდა და ბარელზე 52,36 აშშ დოლარს გაუტოლდა წერს reuters-ი.

ანალიტიკოსების შეფასებით, გლობალური ეკონომიკის ზრდის პროგნოზი, აჩენს მოლოდინს, რომ ნავთობზე მოთხოვნა შემცირდება.

საერთაშორისო სავალუტო ფონდი კვირის დასაწყისში პრგნოზირებდა გლობალურ ზრდას 2019 -2020 წლებში ევროპში და ზოგიერთ განვითარებად ქვეყნებში ეკონომიკის შემცირების ფონზე.

აშშ-ი ნავთობის ზრდის მარაგები გასულ კვირას დაფიქსირდა. ამ ინფორმაცის ამერიკის ნავთობის ინსტიტუტი (API) ადასტურებს. ამ ორგანიზაციის მონაცემებით, აშშ-ს ნავთობის მარაგები 6,6 მილიონი ბარელით გაიზარდა და 443,6 მილიონი შეადგინა.