აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორი საფრთხედ რუსეთის ინტერესებს ასახელებს

აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორი საფრთხედ რუსეთის ინტერესებს ასახელებს

ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული დაზვერვის დირექტორი აცხადებს, რომ მოსკოვის ქმედებებმა შესაძლოა ვაშინგტონის ინტერესები დააზარალოს. ამის შესახებ Bloomberg-ი წერს.

ახალი სტრატეგიის წარდგენინსას, დენიელ ქოუთსმა აღნიშნა, რომ რუსეთის პოლიტიკის პარალელურად შემაშფოთებელია ჩინეთის გეგმებიც. ეროვნული დაზვერვის დირექტორმა მთავარ გამოწვევად დაასახელა კოსმოსის სფეროში კონკურენცია, გამალებული შეიარაღება და გახშირებული კიბერთავდასხმები.

რუსეთის ძალისხმევა მიმართულია მისი გავლენისა და ავტორიტეტის გასაძლიერებლად, ამან კი შესაძლოა სხვადასხვა რეგიონში ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესების დააზარალოს," - აცხადებს ქოუთსი.

ეროვნული დაზრვერვის დირექტორის თქმით, ამერიკისთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება ჩინეთის სამხედრო მოდერნიზაცია და პეკინის მისწრაფება მოიპოვოს დომინანტური პოზიცია აზია- წყნარი ოკეანის რეგიონზე.

დოკუმენტის თანახმად, რუსეთი და ჩინეთი სტრატეგიული ვითარების ცვლილებებს თავიანთი ინტერესების სასარგებლოდ იყენებენ და საერთაშორისო წესრიგის დარღვევას ცდილობენ.