10 გასაოცარი ფაქტი ადამიანებზე, რომლებიც იანვარში დაიბადნენ

10 გასაოცარი ფაქტი ადამიანებზე, რომლებიც იანვარში დაიბადნენ

აი, რა თვისებებით დაგაჯილდოვათ ბუნებამ, თუ იანვარში დაიბადეთ.

ასტროლოგია

20 იანვრამდე დაბადებული ბავშვები, ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით, თხის რქები არიან, ხოლო თვის ბოლოს იბადებიან მერწყულები. თხის რქები ხასიათით დამოუკიდებლები, დისციპლინირებულები, ორგანიზებულები არიან და ხშირად ხდებიან კარგი ხელმძღვანელები.

მერწყულები კი პირიქით, ემოციების ძლიერ გავლენას განიცდიან. ისინი ნამდვილი ჰუმანისტები და ფილანტროპები არიან.

ყვავილების ჰოროსკოპი

ყვავილების ჰოროსკოპის თანახმად, იანვარში დაბადებულები გვირილები და ენძელები არიან. ეს უკანასკნელი ასოცირდება იმედთან და სილამაზესთან. გვირილების მნიშვნელობა მათ ფერზეა დამოკიდებული. ვარდისფერი კოკრები ნიშნავს სინაზეს, წითლები - სიყვარულში გამოტყდომას, თეთრი ყვავილები - სუფთა სიყვარულს, ხოლო ყვითელი - განშორებასთან ასოცირდება.

პირადი თვისებები

სოციოლოგიური კვლევის თანახმად, ადამიანები, რომლებიც იანვარსა და თებერვალში დაიბადნენ, მიმდინარე პრობლემებს კრეატიული და არასტანდარტული მეთოდებით აგვარებენ.

ქვა

იანვარში დაბადებულების ქვა გახლავთ ძოწი. ის სამყაროს, აღზევების და ჯანმრთელობის სიმბოლოა. ბავშვები, რომლებიც ძოწს ატარებენ, იზიდავენ ბედნიერებას და კეთილდღეობას.

კარგი კამპანია

იანვარში დაიბადნენ: მარტინ ლუტერ კინგი, ფრანკლინ რუზველტი, კეიტ მიდლტონი, ოპრა უინფრი, ანტონ ჩეხოვი.

პირადი ცხოვრება და ქორწინება

კვლევის თანახმად, მამაკაცები, რომლებიც იანვრის მეორე ნახევარში დაიბადნენ, 2,3-ჯერ უფრო ხშირად ქორწინდებიან ოქტომბერში დაბადებულ ქალებზე.

კარიერა

სტატისტიკის მიხედვით, იანვარში ყველაზე ხშირად მომავალი ექიმები და ბუღალტრები იბადებიან.

ჯანმრთელობა

კოლუმბიის უნივერსიტეტში ჩატარებული კვლევის თანახმად, არსებობს კავშირი მზის ბუნებრივი სინათლის დეფიციტს, ზამთრის თვეებში და მეორე ტიპის დიაბეტის გაჩენას შორის.

ნუმეროლოგია

იანვარი პირველი თვეა, მაგრამ ეს ციფრი თხის რქებისა და მერწყულებისთვის არ არის წარმატებული. ნუმეროლოგები თვლიან, რომ ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულმა ადამიანებმა ყურადღება უნდა მიაქციონ რიცხვებს - 4 და 22.

ჯანმრთელობა

სტატისტიკის თანახმად, ბავშვები, რომლებიც იანვარში გაჩნდნენ, ათლეტური სხეულის აგებულებით გამოირჩევიან. ხშირად აღწევენ წარმატებას.