მსოფლიოს წამყვანი ფსიქოლოგის 22 რჩევა ცხოვრებისა და ურთიერთობების შესახებ

მსოფლიოს წამყვანი ფსიქოლოგის 22 რჩევა ცხოვრებისა და ურთიერთობების შესახებ

მიხაილ ლიტვაკი რუსი ფსიქოლოგი და ფსიქოთერაპევტი გახლავთ, რომლის მიდგომებიც მსოფლიოშია აღიარებული. ის არი 30 წიგნის ავტორი და ეს წიგნები მსოფლიოს წამყვანი ფსიქოლოგების სახელმძღვანელოა.

გთავაზობთ მის 22 რჩევას ცხოვრებისა და ურთიერთობების შესახებ:

ბედნიერება კარგად ორგანიზებული ქმედებების შედეგია.

სულელი ადამიანი ფლობს ცოდნას, მაგრამ არ იცის, როგორ გამოიყენოს ის, ხოლო ჭკვიანს აქვს ცოდნა და იცის კიდეც მისი გამოყენება.

თუ გსურთ, რომ ვინმეს რაიმე დაუმტკიცოთ, ეს ნიშნავს, რომ თქვენ ამ ადამიანისთვის ცხოვრობთ, მაგრამ თუ თქვენ საკუთარი თავისთვის ცხოვრობთ, დასამტკიცებელი არავისთვის არაფერი გაქვთ.

ადამიანები არ უარყოფენ ადამიანებს. ზოგიერთი წარმატებას მარტივად აღწევს, ზოგი წარუმატებელია. წარუმატებელი ადამიანი კი, თავს სხვებისგან უარყოფილად გრძნობს.

თუ წარმოიდგენ, რომ მღერი საოპერო სიმღერას, მაშინ, როცა არ გაქვს ხმა და არც მუსიკალური სმენა, ეს ნიშნავს, რომ სცენაზე ყოფნა გსურს, თუმცა ამას ვერასდროს შეძლებ და ოცნებაში ფუჭად ხარჯავ დროს. თუმცა, თუ წარმოიდგენ რაიმეს, რაც შეესაბამება შენს შესაძლებლობებს, ოცნების სწრაფად ასრულებას შეძლებ.

ადამიანმა არ იცის წარმატების მიღწევის გზა, მაგრამ ნამდვილად იცის უმოკლესი გზა მარცხისკენ.

უმჯობესია, კომუნიკაცია გქონდეთ კარგ წიგნთან, ვიდრე „ცარიელ“ ადამიანთან.

თუ ადამიანს არაფერი აქვს საკუთარ თავზე სათქმელი დადებით კონტექსტში, მაგრამ სურს, რომ რაიმე თქვას, ის იწყებს სხვების შესახებ უარყოფით კონტექსტში საუბარს.

არ არსებობს არანაირი მამაკაცური და ქალური ლოგიკა, არსებობს მხოლოდ უნარი და უუნარობა ჭკვიანურად, ბრძნულად ფიქრის.

თუ ვინმე გსაყვედურობთ, რომ უმადური ხართ და ამასთანავე განმარტავს, თუ რა არის მის მიერ გაწეული სამსახურის საზღაური, გადაუხადეთ მას და ასეთ ადამიანს აღარასოდეს გაეკაროთ.

თუ საკუთარი თავით ბედნიერი და კმაყოფილი ხართ, რა საჭიროა სხვებიც კმაყოფილნი იყონ თქვენით?!

თუ გსურთ, რომ თქვენი თავის ყველაზე დიდ მტერს შეხვდეთ - ჩაიხედეთ სარკეში. როცა მზად იქნებით იმისთვის, რომ თვალი გაუსწოროთ საკუთარ თავს, თქვენ აღარ გექნებათ პრობლემა სხვებსაც შეხედოთ თვალებში.

ისწავლეთ რაც შეიძლება მეტი და ნუ გაუყრით მეგობარს დანას ზურგიდან.

იყავით წარმატებული და ყველა შეურაცხყოფა გაქრება, ყველა კრიტიკა აზრს დაკარგავს.

თუ რაიმე გსურთ, არ ითხოვოთ ნებართვა. თუ ნებართვას ითხოვთ, სასურველს ვერ მიიღებთ.

ნუ დაიწყებთ ბედნიერების ადევნებას, მხოლოდ ამ შემთხვევაში იპოვნით ადგილს, სადაც თავს ბედნიერად იგრძნობთ. ბედნიერება თავად გიპოვნით. მე შემიძლია გითხრათ ადგილი სად არის ბედნიერება - თქვენში. უმოკლესი გზა ბედნიერების მოსაპოვებლად პირად განვითარებაზე, საკუთარი თავის განვითარებაზე გადის.

ნამდვილად კომფორტულია ესაუბრო მეგობარს, მაგრამ სასარგებლოა ესაუბრო მტერს.

დეპრესია ადამიანისთვის საშუალებაა, რომ გაანალიზოს, შეაფასოს საკუთარი ცხოვრება და ქცევები.

არსებობს მხოლოდ ერთი ნამდვილი მიზეზი რომანტიკული და საქმიანი ურთიერთობის დასრულების - უუნარობა, რომ გაიზარდოთ პიროვნულად და განავითაროთ ეს ურთიერთობები.

როცა ესაუბრებით ვინმეს, გახსოვდეთ, რომ მას აქვს საკუთარი აზრი.

უნარი, რომ გაუმკლავდე მარტოობას და უფრო მეტიც, შეიყვარო ის, არის სულიერი სიმწიფის ნიშანი. ჩვენ საუკეთესო გადაწყვეტილებებს ვიღებთ, საუკეთესოდ ვმუშაობთ, როცა მარტონი ვართ.

თქვენი ბედნიერება უნდა გაუზიაროთ როგორც მეგობრებს, ასევე მტრებს. მეგობრები იქნებიან ბედნიერები, ხოლო მტრები აღშფოთებულები.