„ევროვიზია 2019“- ის მთავარი ინტრიგა ვინ დაუპირისპირდება კვიპროსის სახელით გამოსულ თამთა გოდუაძეს?

„ევროვიზია 2019“- ის მთავარი ინტრიგა ვინ დაუპირისპირდება კვიპროსის სახელით გამოსულ თამთა გოდუაძეს?

„ევროვიზია 2019“ ქართველებისთვის განსაკუთრებულად დასამახსოვრებელი გახდება. კონკურსზე გამარჯვებისთვის ორი ქართველი შემსრულებელი იბრძოლებს.

მათ შორის ერთ-ერთი, თამთა გოდუაძე კვიპროსის სახელით გამოვა. როგორც მომღერალი აღნიშნავს, მას ქართველი მსმენელის დიდი მხარდაჭერის იმედი აქვს.

საინტერესოა, ექნება თუ არა იგივე მხარდაჭერის იმედი საბერძნეთის მხრიდან საქართველოდან წარდგენილ მომღერალს? ამას მხოლოდ კონკურსის მსვლელობის დროს გავიგებთ.

თამთა გოდუაძეს კარგად იცნობს მსმენელი  მუსიკალური მეგაპროექტიდან „X ფაქტორი“, სადაც მომღერალი ჟიურის წევრი იყო. იგი კარგად ახსოვს და შეიყვარა მსმენელმა და არაა გამორიცხული, რომ მართლაც აქტიურად მიიღოს საქართველოდან მხარდაჭერა.

თუმცა, „ევროვიზია 2019“-ის მთავარი ინტრიგა სწორედ იმაშია, რომ თამთას კონკურენტი შესაძლოა „საქართველოს ვარსკვლავის“ ის გამარჯვებული მომღერალი აღმოჩნდეს, რომელიც თავის დროზე სწორედ თამთა გოდუაძემ აღმოაჩინა ქართულ "იქს ფაქტორში" და დიდი სცენისკენ გაუხსნა გზა.

როგორც ცნობილია, „ევროვიზია 2019“-ზე მეგაპროექტის „საქართველოს ვარსკვლავის“ გამარჯვებული გაემგზავრება. ამიტომ შოუში ცნობილი მომღერლებიც ჩაერთნენ, რომლებიც დამწყებ მომღერლებთან ერთად გამოდიან.

მათ შორის არიან „X ფაქტორის“ მონაწილეები: ოთო ნემსაძე, გიორგი ნაკაშიძე, და დიმა კობეშავიძე.