იტალიის ვიცეპრემიერი: საფრანგეთს არასდროს შეუწყვეტია აფრიკის კოლონიზაცია

იტალიის ვიცეპრემიერი: საფრანგეთს არასდროს შეუწყვეტია აფრიკის კოლონიზაცია

საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში იტალიის ელჩი დაიბარეს მას შემდეგ, რაც იტალიის ვიცეპრემიერმა საფრანგეთი აფრიკის ექსპლუატაციაში და მიგრაციის გაღვივებაში დაადანაშაულა. ამის შესახებ BBC წერს.

იტალიის ვიცეპრემიერმა ლუიჯი დი მაიომ ევროპულ კავშირს საფრანგეთის წინააღმდეგ სანქციების შემოღებისკენ მოუწოდა. „საფრანგეთს არასდროს შეუწყვეტია აფრიკული სახელმწიფოების კოლონიზაცია“, - განაცხადა დი მაიომ.

იტალიას და საფრანგეთს მიგრაციის საკითხთან დაკავშირებით წინააღმდეგობა ადრეც ჰქონდათ. გასულ წელს საფრანგეთმა იტალია გააკრიტიკა იმის გამო, რომ ხმელთაშუა ზღვიდან წამოსული მიგრანტების ნავი არ მიიღო.