ჩრდილოეთ კორეაში საიდუმლო სარაკეტო ბაზა იპოვეს

ჩრდილოეთ კორეაში საიდუმლო სარაკეტო ბაზა იპოვეს

საერთაშორისო და სტრატეგიული კვლევების CSIS ცენტრმა ჩრდილოეთ კორეაში სარაკეტო ბაზა სინო-რი იპოვა, რომელიც შესაძლოა ქვეყნის სამხედრო სარაკეტო შტაბი იყოს.

ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე წერია, რომ ეს ჩრდილოეთ კორეაში ნაპოვნი ერთ-ერთი საიდუმლო ბაზაა. მთლიანობაში დაზვერვამ სულ 20 იპოვა.

შტაბი დემილიტარიზირებული ზონიდან 200 კილომეტრშია. მასზე განლაგებულია ბალისტიკური რაკეტა „ნოდონ 1“ და შესაძლონ „პუკისონ 2“. ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ ბაზიდან შესაძლებელია სახმრეთ კორეაზე და იაპონიაზე იერიშის მიტანა.