ცნობილი ტაივანელი მოგზაური მწვერვალის დალაშქვრის დროს დაიღუპა

ცნობილი ტაივანელი მოგზაური მწვერვალის დალაშქვრის დროს დაიღუპა

ტაივანელი მოგზაური გიგი ვუ, რომელიც ცნობილი იყო მთებში ბიკინის ფორმაში გადაღებული ფოტოებით, კანიონში ჩავარდნის გამო გადაიცვალა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მოგზაურმა გარდაცვალებამდე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს დაურეკა, თუმცა ცუდი ამინდის გამო სამაშველო ოპერაციის ჩატარება გართულდა. 36 წლის მოგზაური სავარაუდოდ ჰიპორთემიით გარდაიცვალა.

გიგი ვუ იუშანის ეროვნულ პარკში მრავალდღიანი ტურით იყო წასული, სადაც ტაივანის ყველაზე მაღალი მთა მდებარეობს, 4000 მეტრ სიმაღლეზე.

ის სოციალურ ქსელში დებდა ბიკინის ფორმაში, მის მიერ დალაშქრული მთების ფონზე გადაღებულ ფოტოებს, თუმცა ამასთანავე ის გამოცდილი მოგზაურიც იყო, რომელიც შესაბამის უსაფრთხოებს ზომებს იყენებდა მოგზაურობის დროს.