ლოს-ანჯელესში მასწავლებლების გაფიცვა გრძელდება

ლოს-ანჯელესში მასწავლებლების გაფიცვა გრძელდება

მთავრობასთან „პროდუქტიული მოლაპარაკებების“ მიუხედავად აშშ-ის ქალაქ ლოს-ანჯელესში მასწავლებლები გაფიცვას განაგრძობენ. ამის შესახებ Los Angeles Times-ი წერს.

გაზეთის ცნობით, პედაგოგთა პროფკავშირი United Teachers Los Angeles-ი აცხადებს, რომ გაფიხცვა დღესაც გაგრძელდება.

15 იანვარს ლოს-ანჯელესში 30 ათასამდე პედაგოგი გაიფიცა. მათ ხელფასების გაზრდა და კლასების რაოდენობის შემცირება მოითხოვეს.

ბოლო 30 წლის განმავლობაში ლოს-ანჯელესში ეს პედაგოგთა პირველი მასშტაბური გაფიცვაა.