ლენინის მუმიის დამარხვა რუსეთში პროტესტებს გამოიწვევს - პუტინის მრჩეველი

ლენინის მუმიის დამარხვა რუსეთში პროტესტებს გამოიწვევს - პუტინის მრჩეველი

რუსეთის პრეზიდენტის საბჭოს მრჩეველი ადამიანის უფლებების საკითხში ალექსანდრ ბროდი მიიჩნევს, რომ უმჯობესი იქნება, რომ ვლადიმერ ლენინი მუმიის დამარხონ. ის თვლის, რომ ეს ადამიანური და რუსეთისთვის წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება, თუმცა, სავარაუდოდ, ეს დიდ საპროტესტო ტალღას გამოიწვევს.

"ვთვლი, რომ ეხლა ეს ნაბიჯი სერიოზულ საპროტესტო განწყობებს შექმნის ქვეყანაში, რადგამ არსებობს მოსახლეობის დიდი ნაწილი, რომელიც მარქსიზმისა და კომუნიზმის იდეალებზეა გაზრდილი, მათთვის ლენინის ფიგურა წმიდათა-წმიდაა, საზოგადოება ახლა ისედაც დაძაბულია. რუსეთის მოსახლეობა ჯერ არ არის მზად ამ ნაბიჯისთვის," - ამბობს ბროდი.

შეგახსენებთ, 21 იანვარს, რევოლუციის ბელადის სიკვდილიდან 95 წელი სრულდება. თავად მას სურდა, რომ დედის გვერდით დაეკრძალად, თუმცა კომპარტიის გადაწყვეტილებით მისგან მუმია გააკეთეს და დღემდე დაუმარხავია.