33 წლის ასაკში ტელეწამყვან ლევან ჩხაიძის გარდაცველაბასთან დაკავშირებით ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში წერს:
“პირველი შეხვედრა გარდაცვალებასთან იყო ჩემი მეგობარი გიკალო. ძალიან ახალგაზრდები ვიყავით. ლამაზები, ბედნიერები, ლაღები. აქ დარჩენილი მეგობრები ვბერდებით, ნაოჭებს ვებრძვით, პრობლემებს, დროს და გიკა ისეთად დარჩა. ადრე გარდაცვალების “ხიბლიც” ეგაა. რეალურად სულ ახალგაზრდა რჩები. სხვები როცა სიბერეში გიხსენებენ, შენ მაინც იქ ხარ, შენ საუკეთესო წლებში და უკვე იქ, სადაც ყველა წავალთ. ზოგი ნაოჭით და ზოგი უნაოჭოდ.
ვერ გამოვდივარ ჯაკოს ამბიდან. სულ თან დამყვება”, – წერს ჟორჟოლიანი.
ლევან ჩხაიძე სამსახურეობრივი მივლინებით ბუდაპეშტში იმყოფებოდა და მას თბილისში სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში ჩამოასვენებენ.