საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აშშ-ში ქართველ ემიგრანტებს შეხვდა. შეხვედრისას მან კიდევ ერთხელ ისაუბრა საქართველოში მისი პრეზიდენტობის პერიოდზე. სააკაშვილმა შედარებები გააკეთა თავის და საქართველოს ამჟამინდელი პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციაზე დამსწრე სტუმრებს შორის.
“მე, 2008 წელს, როცა მქონდა მეორე ინაუგურაცია, გახსოვთ – გადავდექი და ვთხოვე ხალხს, თქვენ მიიღეთ გადაწყვეტილეობა-თქო, აშშ-მ გამოაგზავნა მაშინ ვაჭრობის მინისტრი. ერთი ამბავი ავუტეხე ბუშს, რას ჰქვია ვაჭრობის მინისტრი გამოუშვი-მეთქი. ვაჭრობის მინისტრი არის თანამდებობით მეოთხე პირი აშშ -ში. ან ვიცე პრეზიდენტი უნდა იყოს, ან სახელმწიფო მდივანი-თქო. მეოთხე როგორ გვაკადრე-თქო“,– განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.