ჟურნალისტ ლევან ჩხაიძის გარდაცვალების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება:
“ბოლოს 29 დეკემბერს შევხვდით, საახალწლო გადაცემის ჩაწერაზე. თურმე, ეს ჩვენი უკანასკნელი შეხვედრა ყოფილა. ძალიან, ძალიან, ძალიან მტკივა გული ლევანზე, საშინლად განვიცდი და მთელი დღეა დანგრეული ვარ. ლევანის სახით, თითქოს თავიდან მომიკვდა ჩემი გულიკო გოდოლაძე, გიორგი პოპიაშვილი, საშკა იოსელიანი, საშკა კარაპეტოვი, კუკური ადანაია, დათო ბოლქვაძე, დიანა ციბაძე, მანანა ხვიჩია, გოჩა ჯელია… დედამიწაზე როგორ გავძლოთ ამ ადამიანების გარეშე, თორემ იქ… იმ განზომილებაში ყველა ერთად ვიქნებით… აქ კი, მიწაზე, ამ ცივ, ხორკლიან მიწაზე ძალიან დიდი სიცარიელე რჩება. ლევან, გამორჩეული იყავი ჩვენთვის, გამორჩეულად დარჩები… ვწუხვარ, უზომოდ ვწუხვარ”, – წერს ინაშვილი.
33 წლის ჟურნალისტი, ტელეკომპანია – “პირველის” წამყვანი ლევან ჩხაიძე გარდაიცვალა.
ლევან ჩხაიძის გარდაცვალების მიზეზი, წინასწარი ინფორმაციით, თრომბი გახდა.
ლევან ჩხაიძე სამსახურეობრივი მივლინებით ბუდაპეშტში იმყოფებოდა და მას თბილისში სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში ჩამოასვენებენ.