ევროპაში ნებისმიერი სახის როუმინგი და ინტერნეტი უფასო გახდა, საქართველოში რა ჯანდაბა ხდება?! –

ევროპაში ნებისმიერი სახის როუმინგი და ინტერნეტი უფასო გახდა, საქართველოში რა ჯანდაბა ხდება?! –

ჟურნალისტი გიორგი ფოფხაძე „ჯეოსელის“, „სილქნეტისა“ და „მაგთის“ აბონენტთა ნაწილისთვის მომსახურების ტარიფების გაზრდას სოციალური ქსელის გვერდზე ეხმიანება.

”ჯეოსელის“, „სილქნეტისა“ და „მაგთის“ აბონენტთა ნაწილისთვის მომსახურების ტარიფები იზრდება… მთავრობა, მიხედეთ ამას, მსოფლიოში მობილური ოპერატორები ფაქტიურად ნულოვან გადასახადამდე აგდებენ, მომსახურების ფასებს, თვით სააბონენტო გადასახადები წლიდან წლამდე იაფდება, ევროპაში ნებისმიერი სახის როუმინგი და 4G ინტერნეტი უფასო გახდა და… ამ საქართველოში რა ჯანდაბა ხდება რა, რატომ იზდება ფასები, მომკითხავი არავინაა?”, – წერს გიორგი ფოფხაძე.