ეს სიმართლეა და სამწუხაროდ, იშვიათობა

ეს სიმართლეა და სამწუხაროდ, იშვიათობა

ჟურნალისტი ეკა ხოფერია ტელეწამყვან ლევან ჩხაიძის შესახებ საუბრობს.

ეს მთელი “ იმედი” კახეთში რომ წავიყვანე ჩემი გადაცემით ის დღე და ის ფოტოა. ვსქროლავ დღეს მთელი დღე კოლეგების და მეგობრების კედლებს, ყველგან ჯაკოა და ხო ვიცი ამბავი, მაგრამ ყველგან მინდა წაკითხვა და ნახვა.

შევდივარ და ვსქროლავ ლევან ჩხაიძის კედელს. აქტიური ჟურნალისტი, წამყვანი, ყველა აქტუალური თემის, მნიშვნელოვანი რეპორტაჟის, მოვლენის ეპიცენტრში და ამ ორომტრიალში ყოველთვის რჩება ჯაკოდ, ლევან ჩხაიძედ… არც ჭკუას გარიგებს, არც დაგცინის, არც თავს გახვევს არაფერს. გიყვება და გიყვება ობიექტურად. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვინც სხვაგვარად აკეთებს ცუდია ან კარგია, არა, უბრალოდ ჯაკო მართლა სხვანაირი იყო, რაღაც სხვა შინაგანი სიკეთე , წესიერება და პროფესიონალიზმი ჰქონდა თითქოს.

მართლა არ მეგულება ერთი ადამიანიც კი ჩვენს პროფესიაში ( და , სავარაუდოდ, არამხოლოდ ჟურნალისტიკაში) , ვინც ამ ბიჭზე ერთ პაწაწინა აუგს იტყოდა. ყველას გვჯობდა ამ თავის ღირსებითა და წესიერებით. ოღონდ ეს სიმართლეა და სამწუხაროდ, იშვიათობა …. ეს ჩვენი მზე და ბედნიერება ბიჭი.”- წერს ეკა ხოფერია.