საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატები სამძიმარს უცხადებენ ლევან ჩხაიძის ოჯახსა და კოლეგებს.
მამუკა მდინარაძე: ჯაკო ქართულ მედიასაც ძალიან დააკლდება და ქვეყანასაც! უკარგესი ადამიანი და ჟურნალისტი იყო! ვუსამძიმრებ მის ოჯახს, სამეგობროს და ყველა მის კოლეგას
თამარ ჩუგოშვილი” “ძალიან ვწუხვარ ვუსამძიმრებ მის ოჯახს და მეგობრებს”
ოთარ ჩრდილელი: “ნიჭიერი ჟურნალისტი, ობიექტური და დინამიური წამყვანი…
უდიდესი მწუხარებით თანავუგრძნობ-ლევანის ოჯახს, მის მეგობრებს და კოლეგებს.
ღმერთმა, სამუდამო სასუფეველი დაუმკვიდროს”
ტელეწამყვანი ლევან ჩხაიძე 33 წლის ასაკში გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზად, თრომბი სახელდება. ის ბუდაპეშტში მეგობრებთან ერთად იყო წასული.
ლევან ჩხაიძე ბოლოს ტელეკომპანია “TV პირველის” წამყვანი იყო, მანამდე კი სხადასხვა ტელევიზიაში მუშაობდა.