ტელეკომპანია “იმედის” საინფორმაციო გამოშვების “ქრონიკა” წამყვანმა ხატია ქვათაძემ ჟურნალისტ ლევან ჩხაიძის გარდაცვალების შესახებ საუბრისას პირდაპირ ეთერში ცრემლები ვერ შეიკავა.
“მაპატიოს მაყურებელმა, მაგრამ მე ასე ადვილად ვერ ვიტყვი, რომ ის უბრალოდ ახალგაზრდა ბიჭია, ან ნიჭიერი ჟურნალისტი. ის ჩვენი, ყველასი, ძალიან კეთილი მეგობარი იყო და მან არაერთ მედიასივრცეში დატოვა თავისი ძალიან მნიშვნელოვანი კვალი.
ვუსამძიმრებს ოჯახს.
მაპატიე ლევან, ვერასდროს ვიფიქრებდი თუ ამას პირდაპირ ეთერში ვიტყოდი” – აღნიშნა ხატია ქვათაძემ.