გავრცელებულ ინფორმაციას მთავრობაში მოსალოდნელ საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით მმართველ გუნდში ეხმაურებიან. უმრავლესობის დეპუტატი აკაკი ზოიძე ამბობს, რომ ხელისუფლების სხვადასხვა დონეზე ცვლილებები იქნება. რაც შეეხება მამუკა ბახტაძის შეცვლას და შს მინისტრის გიორგი გახარიას გაპრემიერებას, დეპუტატი ამაზე არაფერს ამბობს:
„ცვლილებები ერთ დღეში არ ხდება, თუმცა ძალიან სწრაფად უნდა გავაკეთოთ ყველაფერი. დამერწმუნეთ, ძალიან ბევრი ცვლილება იქნება, ნახავენ ამას ჩვენი მოქალაქეები. ძალიან ბევრი ახალგაზრდა კადრის მოზიდვა მოხდება როგორც ადგილზე, ისე ცენტრალურ ხელისუფლებაში, ისე სამომავლოდ ჩვენი გუნდის გაძლიერებისათვის, როგორც შემდეგი არჩევნების პირობებში, ასევე, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ძალიან ბევრი ცვლილება იქნება უკვე ამ წელიწადს, რაც ეხება ხელისუფლების სხვადასხვა დონეს. მიხეილ ცაგარელის პროგნოზებსაც გავეცნოთ და "კვირის პალიტრაც" გადავიდა მაგ კატეგორიაში და, ალბათ, საინტერესო იქნება ბატონი მიხეილი რას ამბობს. თუ ამ დონეზე დავედით, ალბათ, ესე იქნება და მოსაზრებებს ვერავის ვერ დაუშლი," - განაცხადა აკაკი ზოიძემ.