როცა ურთიერთობაში ყველაფერი რიგზეა, შენ გიხარია და ორგანიზმი ოქსიტოცინს და დოფამინს გამოიმუშავებს, მაგრამ საკმარისია დაშორდე - „წვეულებას“ ეპინიფრინი და კორტიზოლომი მართავენ. შენ წევხარ დივანზე და ბალიშში სახეჩამხობილი მოსთქვამ.
აი, როგორ უნდა „გადახარშო“ დაშორება:
მიიღე, როგორც მოცემულობა, რომ დაშორდით - ურთიერთობა დამთავრდა. დროა, წინ წახვიდე. გატეხილი ჭიქის დაწებებას აზრი აღარ აქვს.
არ ადევნო მას თვალი სოციალურ ქსელებში.
თავიდან მოიშორე მისი ნივთები, რომლებიც მის თავს გაგახსენებს.
ნუ მისწერ, ნუ დაურეკავ - სასოწარკვეთილი მესიჯები არ იმუშავებს.
ალკოჰოლით ნუ გაერთობი - ნუ შეეცდები ბოთლის ფსკერზე ძველი სიყვარულის პოვნას.
დრო ატარე მეგობრებთან - ოღონდ ნუ დაიწყებ მოთქმას. იმის მოსმენა, თუ როგორ იტანჯები, არავის სიამოვნებს.