სრულიად ინტერნეტსივრცე ახალმა სასიყვარულო ისტორიამ მოიცვა, რომელიც შარლიზ ტერონისა და ბრედ პიტის ურთიერთობას ეხება. ორივე მათგანის პირადი ცხოვრება ყოველთვის მრავალფეროვანი იყო. მათ სხვადასხვა ცნობილ ადამიანებთან ჰქონიათ ახლო ურთიერთობები, რაც არა ერთხელ გამხდარა სალაპარაკო თემა.
მსახიობები ერთმანეთს შარლიზის ყოფილმა პარტნიორმა შონ პენმა გააცნო. დამეგობრების შემდეგ მათმა ურთიერთობამ უფრო სერიოზული სახე მიიღო. შარლიზ ტერონი რამდენიმე დღის წინ ბრედ პიტის ლოს-ანჯელესის სახლს ესტუმრა. 19 იანვარს, ვარსკვლავები ერთად ცნობილი სასტუმროს Chateau Marmont-ის ბარში შეამჩნიეს. როგორც ამბობენ, ბრედი ძალიან ბედნიერი ჩანდა, განსაკუთრებით ანჯელინასთან ორწლიანი დავის შემდეგ, რაც ძალიან მძიმე იყო ბრედისთვის.
აღმოჩნდა , რომ შარლიზი და ანჯელინა წლების მანძილზე ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს. თუმცა აქამდე მათი შეჯიბრი არ ეხებოდა პირად ცხოვრებას. მათ შორის კონკურენცია ეხებოდა როლებს სხვადასხვა ფილმებში. ერთ ერთი მათგანი იყო ბრიტანული ფილმი Murder on the Orient Express, რომელშიც საბოლოოდ მათ ნაცვლად მიშელ პფაიფერი გადაიღეს. ქალბატონების მეტოქეობა მხოლოდ ამ ფილმით არ შემოიფარგლება. ჯოლი გადაიღეს ფილმში - The Tourist მას შემდეგ, რაც შერლიზმა უარი თქვა მასში მონაწილეობაზე. მათ შორის პაექრობა ახლა არ დაწყებულა, და მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე არც მალე დამთავრდება.
ანჯელინას ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით. გარეგნულად კი მას ნამდვილად ვერაფერს შეამჩნევდით, როდესაც ის პაპარაცებმა შვილთან, პაქსთან ერთად შენიშნეს.