იაპონიის ზღვაში Su-34-ის მფრინავების გვამები იპოვეს

იაპონიის ზღვაში Su-34-ის მფრინავების გვამები იპოვეს

რუსი მფინავები, რომლებიც იაპონიის ზღვის თავზე Su-34 -ი ორი გამანადგურებელი თვითმფრინავის შეტაკების შემდეგ გაუჩინარდნენ, კატაპულტირების შემდეგ პარაშუტების ნაწილების გადახლართვის შედეგად დაიღუპნენ. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მფრინავების გვამები წყლიდან თევზმჭერი გემის „ელექტრონის“ მეზღვაურებმა ამოიყვანეს.

18 იანვარს რუსეთში ერთმანეთს ორი Su 34-ის ტიპის ავიაგამანადგურებელი შეეჯახა. თვითმფრინავები საწვრთნელ მისიას ასრულებდნენ და სათანადო აღჭურვილობა არ ჰქონდათ.