კუნძულების დაბრუნების სანაცვლოდ, იაპონია რუსეთთან სამშვიდობო ხელშეკრულებისთვის მზადაა

კუნძულების დაბრუნების სანაცვლოდ, იაპონია რუსეთთან სამშვიდობო ხელშეკრულებისთვის მზადაა

იაპონური მედიის ცნობით, სამხრეთ კურილის კუნძულების, შიკოტანისა და ჰაბომაის დაბრუნების სანაცვლოდ, იაპონია რუსეთთან სამშვიდობო ხელშეკრულებისთვის მზადაა.

იაპონიის პრემიერ-მინისტრი შინზო აბე დღეს რუსეთში მიემგზავრება, სადაც შეხვედრას რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან გამართავს. სწორედ ამ საკითხებზე ისაუბრეს ორი ლიდერი შეხვედრაზე.

იაპონიის გეგმა ამ კუნძულების დეფაქტოდ გადაცემას ითვალისწინებს, კიდევ ორი კუნძულის, იტურუპისა და კუნაშირის გადაცემას კი ხელისუფლება ამ ეტაპზე არარეალურად მიიჩნევს.

მოსკოვში კურილის კუნძულების იაპონიისთვის გადაცემის მოწინააღმდეგეების აქცია გაიმართა.აქციის მონაწილეებს ხელში ეჭირათ პლაკატები წარწერებით „ჩვენ კურილებს არ დავთმობთ“, „გეყოთ რუსეთის გაჩუქება“, „ხელები შორის კურილებისგან“, „მივცეთ პუტინი კურილების ნაცვლად“ და ა.შ.

გასული წლის სექტემბერში პუტინმა შინზო აბეს სამშვიდობო შეთანხმება ყოველგვარი მოსამზადებელი წინაპირობების გარეშე წლის ბოლომდე შესთავაზა, თუმცა მაშინ იაპონიამ ეს წინადადება არ მიიღო და განაცხადა, რომ მშვიდობა ვერ იქნება, სანამ კურილის საკითხი არ გადაწყდება

ორ ქვეყანას შორის სამშვიდობო მოლაპარაკება უკვე 70 წელიწადია ვერ ხერხდება. ამისათვის იაპონია ოთხი კუნძულის დაბრუნებას მოითხოვს. მოსკოვი კი მიიჩნევს, რომ ეს კუნძულები საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შევიდა და მათი სუვერენიტეტის საკითხი უდავოა.