გასულ წელს „გოოგლე-ში“ ყველაზე მეტჯერ ინფორმაცია მთავრის დაბნელების შესახებ მოიძებნა.
ინტერესის მიზეზი, ალბათ 2018 წლის ივლისში ცაზე "სუპერ სისხლიანი მთვარის" გამოჩენა იყო, რომელიც საუკეთესოდ სამხრეთ-აღმოსავლეთიდან ჩანდა.
ზეციური წვეულებები კვლავ გრძელდება. ამჯერად, ევროპაში, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკასა და დასავლეთ აფრიკაში მცხოვრებლებს გაუმართლა, რადგან 21 იანვარს ყველაზე კარგად სწორედ ამ ტერიტორიებიდან გამოჩნდება დიდი, სისიხლიანი მთვარე.
გერმანიის ცაზე მისი დანახვა გამთენიისას, 5-ის ნახევარზე შეგიძლიათ. ამ დროს მთვარე შემოდის დედამიწის ჩრდილში. სრული ეკლიფსი დაახლოებით, ერთი საათის განმავლობაში 5:41-დან ტო 06:43-მდე გრძელდება. მაქსიმალურ დაბნელებას 06:12-ზე უნდა ველოდოთ. მთვარე დედამიწის ჩრდილს მზის ამოსვლამდე ცოტა ხნით ადრე დატოვებს და დაიმალება.
ოპტიკური ილუზიის გამო ის ჩვეულებრივზე დიდი გამოჩნდება და მოგვეჩვენება, თითქოს, მოგვიახლოვდა.
საქართველოს ცაზე მთვარის სრული დაბნელება არ გამოჩნდება, თუმცა ჩვენ დაბნელების დასაწყისს ვიხილავთ და შეგვიძლია, ნაწილობრივი მისი ცქერით მაინც დავტკბეთ. ეს უკანასკნელი კი 21 იანვარს, თბილისის დროით 07:34-ზე დაიწყება და ცას ერთი საათის განმავლობაში სისხლიანი მთვარე გაანათებს. ცხადია, მისი დანახვა შეუიარაღებელი თვალითაც იქნება შესაძლებელი, თუმცა პატარა ტელესკოპი ან ბინოკლი სანახაობას კიდევ უფრო თვალწარმტაცს გახდის.