მექსიკაში მილსადენის აფეთქებისას 73 ადამიანი დაიღუპა

მექსიკაში მილსადენის აფეთქებისას 73 ადამიანი დაიღუპა

73 ადამიანი დაიღუპა, 70 ზე მეტი კი დაშვდა მექსიკაში მილსადენზე მომხდარი აფეთქებისა და ხანძრის შედეგად. ამ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ინციდენტი იდალგოს შტატში მოხდა. ეს ამ დროისთვის არსებული მონაცემებია. მანამდე ცნობილი იყო 60 დაღუპულის შესახებ.

გავრცელებული ცნობით აფეთქების მიზეზი საწვავის უკანონოდ მითვისების მიზნით მილსადენის გახვრეტა გახდა.

შემთხვევის ადგილზე მექსიკის საგანგებო სიტუაციათა სამსახურები ისევ მუშაობენ.

გუშინ გაზსადენს ცეცხლი ორ სხვადასხვა ადგილას -კერეტაროსა და იდალგოს შტატში გაუჩნდა.