„ქალთა მარში“ უკვე მესამედ გაიმართა

„ქალთა მარში“ უკვე მესამედ გაიმართა

წელს ამერიკის შეერთებული შტატებისა და მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში ასობით ათასი ქალი კიდევ ერთხელ შეიკრიბა. ამის შესახებ Guardian-ი წერს.

“ქალთა მარშის” მთავარი მოთხოვნა გენდერული თანასწორობის მიღწევაა. ისინი ისეთ პრობლემებზეც ამახვილებენ ყურადღებას, როგორებიცაა იმიგრანტთა უფლებები, გარემოსდაცვა თუ სხვა.

ამერიკული მედიის ცნობით, წელს „ქალების მარშს“ შარშანდელთან შედარებით ნაკლები მონაწილე ჰყავდა. აქციაზე ვაშინგტონში 7000 ადამიანი შეიკრიბა.

ეს მესამე ასეთი მარშია. პირველი “ქალთა მარში” 2017 წელს გაიმართა. დონალდ ტრამპის ინაუგურაციის მეორე დღეს.