ეს გახლავთ ცნობილი შვედური დიეტა, რომელიც დეტალურად არის დაგეგმილი. შედეგი ნამდვილად აღგაფრთოვანებთ - 6-დღიანი მენიუს მკაცრი დაცვის შემდეგ შესაძლებელია 4-დან 7 კილოგრამამდე ზედმეტი წონის მოცილება.
დიეტა "ექვსი ფოთოლი"
თევზის დღე
საუზმე: მოხარშული თევზი
ლანჩი: გამომცხვარი თევზი
სადილი: უხა ბოსტნეულის გარეშე
სამხარი: ორთქლზე მომზადებული თევზი
ვახშამი: მოხარშული თევზი
დიეტის პირველ დღეზე გათვლილია 500 გრ თევზი, სასმელებიდან - უშაქრო მწვანე ჩაი, წყალი.
ბოსტნეულის დღე
საუზმე: 2 გახეხილი სტაფილო
ლანჩი: მომზადებული კარტოფილის პიურე
სადილი: მოთუშული ბოსტნეულის მიქსი
სამხარი: ორთქლზე მომზადებული ბოსტნეული
ვახშამი: უმი ბოსტნეული
ბოსტნეულის დღიური ნორმა - 1,5 კგ. სასმელები - ბოსტნეულის წვენი, ჩაი, ყავა.
ქათმის დღე
საუზმე: მოხარშული ქათმის ფილე
ლანჩი: გამომცხვარი ქათმის ფილე
სადილი: ქათმის ბულიონი
სამხარი: ქათამი გრილზე
ვახშამი: მოხარშული ქათმის ფილე
დღიური ნორმა - 500 გრ ქათმის ხორცი. სასმელი - ლიმონიანი წყალი.
მარცვლეულის დღე
საუზმე: წყალზე მოხარშული ხორბალი, "ხლებცი"
ლანჩი: წყალზე მომზადებული წიწიბურა
სადილი: მოხარშული ბრინჯი
სამხარი: წყალზე მომზადებული შვრიის ფაფა, თხილი.
ვახშამი: წყალზე მომზადებული წიწიბურა
დღიური ნორმა: 200 გრამი ბურღულეული. სასმელები - ბალახის ნაყენი, ჩაი, ყავა.
ხაჭოს დღე
საუზმე: ხაჭო, 1-2 კოვზი ნატურალური იოგურტი
ლანჩი: ხაჭო 1-2 კოვზი რძით
სადილი: ხაჭო
სამხარი: ხაჭო 1-2 კოვზი რძით
ვახშამი: ხაჭო
დღიური ნორმა - 500 გრ ხაჭო
ხილის დღე
საუზმე: 2 წითელი ვაშლი, შავი ყავა
ლანჩი: ბანანი
სადილი: ფორთოხალი, ყურძენი
სამხარი: კივი, ანანასი
ვახშამი: 2 მწვანე ვაშლი
დღიური ნორმა - 1,5 კგ ხილი. სასმელი - ხილის წვენი.