მიზეზი, რის გამოც ანჯელინა ჯოლის უფროსი შვილი ტოვებს

მიზეზი, რის გამოც ანჯელინა ჯოლის უფროსი შვილი ტოვებს

მიუხედავად იმისა, რომ ანჯელინა ჯოლიმ და ბრედ პიტმა შვილების მეურვეობის შესახებ არსებული ორწლიანი დავა დაასრულეს,  დრამატული მოვლენები ოჯახში კვლავაც ვითარდება. ამჯერად საქმე ანჯელინა ჯოლისა და მის პირველ შვილს ეხება.

მედოქსი, რომელიც ანჯელინამ 2002 წელს ჯერ კიდევ ერთი წლის ასაკში, კამბოჯაში აიყვანა, აპირებს რომ დედისა თუ და-ძმების გარეშე იცხოვროს.

როგორც Radar Online-ის ცნობილი გამოცემა წერს, მედოქსი უკვე 17 წლისაა და სურს დამოუკიდებელ ცხოვრებას შეუდგეს - "მას უყვარს დედა, მაგრამ რამდენადაც ძლიერია ეს გრძნობა, სწორედ იმდენადვე სურს ახალგაზრდას მარტო ყოფნა".

43 წლის მსახიობი შვილის ამ გადაწყვეტილებისთვის მზად არ იყო და ამან მასზე ძალიან იმოქმედა, მედოქსს კი სანამ 18 წელი შეუსრულდება საკუთარი გადაწყვეტილების განხორციელებისთვის სწორედ მისი თანხმობა დასჭირდება.

"ანჯელინა მას ყოველთვის ზედმეტად ანებივრებდა და სავარაუდოდ, ის მოახერხებს დედის დათანხმებას, მიუხდავად იმისა რომ ჯოლისთვის ამაზე ფიქრიც კი მტკივნეულია" - აღნიშნულია სტატიაში.

გარკვეული ტაბლოიდები იხსენებენ გასულ წლებში გავრცელებულ ჭორებსაც იმის შესახებ, რომ შვილებს აღარ შეეძლოთ მშობლებს შორის არსებული დაძაბულობის ატანა და რამდენიმე მათგანს ცალკე ცხოვრებაც სურდა, შესაბამისად, ზოგიერთი მიიჩნევს რომ მედოქსი უბრალოდ დაღალა გადატანილმა სტრესმა, რომლის გამომწვევ მიზეზადაც უმეტესწილად ანჯელინა სახელდებოდა.

ჯერჯერობით უცნობია რა დამოკიდებულება აქვს ამ ფაქტთან დაკავშირებით ანჯელინას ყოფილ მეუღლეს - ბრედ პიტს.