სილამაზის 8 საიდუმლო მერილინ მონროს ვიზაჟისტისგან

სილამაზის 8 საიდუმლო მერილინ მონროს ვიზაჟისტისგან

ალან უაით შნაიდერი მერილინ მონროს პირადი ვიზაჟისტი, სტილისტი და ახლო მეგობარი იყო. მისი დამსახურებაა გასული საუკუნის ცნობილი გოგონას სექსუალურ ქალბატონად გადაქცევა, რომელსაც მთელი მსოფლიო ეთაყვანებოდა.

ვიდრე კიმ კარდაშიანი და მისი ვიზაჟისტი მარიო დედივანოვიჩი ინტერნეტს კონტურინგისა და ჰაილაითერის გამოყენების ხერხებით „ააფეთქებდნენ“, სხვა ცნობილი დუეტიც არსებობდა, საკუთარი სილამაზის საიდუმლოებებით. პირველად მერილინი და ალანი ერთმანეთს 1946 წელს შეხვდნენ, როცა მსახიობმა ცხოვრებაში პირველი სამსახიობო კასტინგი წარმატებით გაიარა. მას შემდეგ, ალანმა გადაწყვიტა მონროს მაკიაჟზე ეზრუნა − როგორც გადაღებებზე, ასევე ცხოვრებაში. იგი მსახიობის გვერდით იყო მთელი მისი თავბრუდამხვევი კარიერის განმავლობაში − სადებიუტო ფილმიდან  დაკრძალვამდე. ყველა მაკიაჟი დღემდე ინსპირაციის წყარო და აღფრთოვანების გამომხატველია. შნეიდერისა და მისი მუზის პროფესიული საიდუმლოებები დღესაც საკმაოდ აქტუალურია.

ტონალურ კრემამდე, ალანი ყოველთვის ვაზელინის თხელ ფენას იყენებდა, რათა სახე დაერბილებინა და მისთვის ბრწყინვალება შეემატა. ვაზელინი, როგორც ძველებური ჰაილაითერი, ლოყებსა და წარბების ქვეშ საინტერესო გადაწყვეტაა.

ეპოქაში, როცა მოცულობას ინიექციებით ჯერ კიდევ არ ზრდიდნენ, ტუჩებისთვის ფორმის მისაცემად ხრიკების გამოყენება უწევდათ. ილუზიისთვის ალანი ტუჩის კონტურს შოკოლადისფერი ფანქრით ხატავდა. ყავისფერი ფანქარი ტუჩებს პერიფერიებისგან გამოკვეთდა. ცენტრიდან ღია წითელი ფერის ფანქრით მოძრაობისას კი ყველა ელფერი ერთმანეთში ირეოდა. იმისათვის, რომ სიღრმე არ დაერღვია, კონტურის გარშემო ფანქარს ფრთხილად უსვამდა. ქვედა ტუჩის ცენტრში კრემისფერი ჰაილაითერით წერტილს სვამდა და პროცედურას ტუჩის ცხიმიანი ბალზამით ასრულებდა.

იმ პერიოდში ნესტიანი თვალის მაკიაჟი სექსუალურობის ნიშნად მიიჩნეოდა. მეტალის ტექსტურების მაგივრად, ალანი უბრალოდ ვაზელინს ან ქოქოსის ზეთს იღებდა და ქუთუთოებზე, თვალის „ჩრდილების“ ზემოდან უსვამდა.

გრეტა გარბოს ერთი ხრიკი ახასიათებდა, რაც ალანმა თავის მუზასთან წარმატებით გამოიყენა. მზერის გამოსაკვეთად, მთელ ქუთუთოზე იგი თეთრ „ჩრდილებს“ ურევდა, თვალის შიდა კუთხეებში კი იმავე ელფერის წერტილებს სვამდა, მაგრამ არა ისევ პუდრას.

იგი თვალის კონტურს ერთდროულად შავად და ყავისფრად ხატავდა, თეთრით წამწამების კონტურს შიგნიდან გამოკვეთდა, თვალში კი წითელ წერტილებს უსვამდა.

მიუხედავად იმისა, რომ მერილინმა ცხვირის ოპერაცია გაიკეთა, მაინც ეჩვენებოდა, რომ დიდი ფორმის ცხვირი ჰქონდა. კორექციისთვის ვიზაჟისტი ცხვირის წვერს ვარდისფერი პუდრით უმუშავებდა.

მისაწებებელ წამწამებს მუდამ ნახევარზე ყოფდა და მხოლოდ გარეთა მხრიდან აწებებდა.

ალანი ინტენსიურად გამოყოფდა წარბების მოყვანილობას და პროფესიულად სძენდა მას სამკუთხა ფორმას. ამით, ვარსკვლავის ფართო შუბლის ზომას ამცირებდა.