რომელი ცნობილი მომღერლები იბრძვიან

რომელი ცნობილი მომღერლები იბრძვიან "საქართველოს ვარსკვლავის" ტიტულისთვის

შაბათს, 22:00 საათზე პირველი არხის ეთერში ნახავთ „საქართველოს ვარსკვლავის“ მესამე, დასკვნით სერიას და მეორე ტურს, სადაც გამოვლინდება კონკურსანტების ფინალური ათეული.

პროექტი "პირველი არხის" ეთერში 5 იანვარს დაიწყო და ინტერნეტში რეკორდი მოხსნა.

"საქართველოს ვარსკვლავის" გამარჯვებული წელს ჩვენს ქვეყანას "ევროვიზიაზე" წარადგენს, რის გამოც შოუში მონაწილეობისთვის დამწყებ მომღერლებთან ერთად, ცნობილი მომღერლებიც იღებენ.

"ევროვიზიის" კონკურსზე კიდევ ერთხელ გასამგზავრებლად წელს მომღერალი მარიამ კახელიშვილი იბრძვის. ის სიმღერის მსოფლიო კონკურსზე რამდენიმე წლის წინ იმყოფებოდა. გაუმართლებს თუ არა წელს, ამას მომავალში ვნახავთ.

პროექტში მონაწილეობის მისაღებად შეიძლება ითქვას ნემსაძეების მთელი ოჯახი იბრძვის. ოთო ნემსაძე "საქართველოს ვარსკვლავში ძმასთან, ბესო ნემსაძესთან ერთად მივიდა.

დიმა კობეშავიძისთვის "საქართველოს ვარსკვლავი" მესამე მუსიკალური პროექტია. მომღერალი თვლის, რომ წელს "ევროვიზიაზე" სწორედ ის წავა.

ლიზა კალანდაძის პროექტში გამოჩენას ნამდვილი ფურორი მოჰყვა. ახალგაზრდა, ნიჭიერმა მომღერალმა ჟიურიც და მაყურებელიც ისე მოხიბლა, რომ უცხოპლანეტელი უწოდეს.

გიორგი ნაკაშიძეს მაყურებელი "იქს ფაქტორიდან" იცნობს. მაშინ ის ჯარიდან პირდაპირ ფილარმონიის სცენაზე მოხვდა და მაყურებელი ისე აღაფრთოვანა, რომ პროექტის გამარჯვებული გახდა.

პროექტში კიდევ ბევრი ცნობილი მომღერალი იღებს მონაწილეობას. მათ შორის არის ნინი ცნობილაძე, რომელსაც განსხვავებული გარეგნობა და საშემსრულებლო მანერა აქვს. მას მსოფლიო დონის მომღერალს უწოდებენ, თუმცა გაუმართლებს თუ არა ამას კონკურსის ბოლოს ვნახავთ.