ესპანეთი ქვეყანაში ძალადობრივი ფაქტების მომრავლებას ებრძვის

ესპანეთი ქვეყანაში ძალადობრივი ფაქტების მომრავლებას ებრძვის

კაცი, რომელიც ცოლის მკვლელობაში დამნაშავედ სცნეს, ახლა თავისი ადვოკატის მკვლელობაში სდებენ ბრალს, რომელთანაც ბრალდებულს იქამდე ჰქონდა ურთიერთობა, სანამ თავს არ მოიკლავდა. ამის შესახებ BBC წერს.

50 წლის ხოსე ხავიერ სალვადორი ქალაქ ტერუელის ხიდიდან მაშინ გადახტა, როდესაც მას პოლიცია დაუპირისპირდა.

მომხდარმა ესპანეთი შეძრა, რის გამოც ოჯახური ძალადობის შესახებ დებატები გააქტიურდა.

ესპანეთის პრემიერმინისტრმა განაცხადა, რომ ქალთა წინააღმდეგ ძალადობასთან საბრძოლველად ქვეყანა მუშაობას აქტიურად განაგრძობს.