ფილიპინებზე ცნობილი მაგნატი გარდაიცვალა

ფილიპინებზე ცნობილი მაგნატი გარდაიცვალა

ფილიპინებზე ყველაზე მდიდარი კაცი,  კომპანია  SM Investments Corporation-ის (SMIC) საპატიო თავმჯდომარე ჰენრი სი 94 წლისა გარდაიცვალა. ამის შესახებ The Philippine Star-ი წერს.

მისი გარდაცვალების შესახებ კომპანიამ ოფიციალურად განაცხადა, რაც ბიზნესმენის ოჯახის წევრებმაც დაადასტურეს. მათი თქმით, ის ძილში გარდაიცვალა.

გასულ წელს სი ფილიპინებზე მდიდარი ადამიანების Forbes-ის რეიტინგის ლიდერი იყო  18,3-მილიარდიანი შემოსავლით.

ის ცნობილი მაგნატი, ინვესტორი და ფილანტროპი იყო. მუშაობდა უძრავი ქონების, ბანკინგის, განათლების, ჯანდაცვის და სხვა სფეროებში. დააფუძნა კომპანია SM Prime Holdings-ი.