მაილი საირუსი ორსულადაა ?

მაილი საირუსი ორსულადაა ?

2018 წლის 23 დეკემბერს ცნობილმა მომღერალმა მაილი საირუსმა და მსახიობმა ლიამ ჰემსვორთმა იქორწინეს. წყვილის მრავალწლიანი ურთიერთობის ამ ლოგიკურ ფინალს მათი ფანები წლების მანძილზე ელოდნენ.

მაილისა და ლიამის ისტორია, როგორც უკვე ყველასთვისაა ცნობილი, 2009 წელს, ერთ-ერთი ამერიკული ფილმის - The Last Song-ის გადასაღებ მოედანზე დაიწყო. თუმცაღა ამის შემდეგ მათ ურთიერთობაში ბევრი რამ მოხდა და წყვილი არაერთი დაბრკოლების წინაშე აღმოჩნდა. ამ ორი ადამიანის განსხვავებული ინტერესები ოჯახის შექმნასთან დაკავშირებით ყოველთვის წარმოადგენდა პრობლემას, შესაბამისად, მათ შორის ხშირად იყო უთანხმოება, ახლა კი, როგორც იქნა დადგა მათი ფანების ასე ნანატრი დღე და ისინი შეუღლდნენ.

თუმცა მხოლოდ ქორწინება როდია საკმარისი.გუშინ , 16 იანვარს , სოციალურ ქსელში გავრცელდა საკმაოდ დეტალური ინფორმაცია მაილის ორსულობის შესახებ. გარდა იმისა რომ გავრცელებული ჭორის მიხედვით ის ფეხმძიმედაა, ინფორმაცია ასევე იუწყება რომ მაილი გოგონას ელოდება და მის აღზრდას ცოლ-ქმარი ავსტრალიაში აპირებს.აღნიშნულ ინფორმაციას თავად მომღერალი ძალიან მკვეთრი და მოკლე კომენტარით გამოეხმაურა.

მან ასევე ძალიან მშვიდად და მხიარულად უპასუხა Daily Mail-ის მიერ გაზიარებულ პოსტს მისი ორსულობის შესახებ. მაილი ამ კომენტარში ახსენებს კვერცხის ფოტოს რომელმაც სრულიად მსოფლიოს სოციალური ქსელის მომხმარებლების დახმარებით 18 მილიონზე მეტი ლაიქი დააგროვა 10 დღეში და ასევე ის მადლობას უხდის ყველას ასეთი დადებითი რეაქციებისთვის მის ორსულობაზე, თუმცაღა ორსულობის ფაქტს უარყოფს.  

ამ კომენტარის გაკეთებამდე კი მაილიმ ინსტაგრამის გვერდზე ატვირთა შავ-თეთრი ფოტო , რომელსაც შემდეგი ტექსტი დაურთო - "Broken phone to match our system/society." მისი ფანები ვარაუდობენ , რომ მაილი ამ წინადადებით შეიძლება გამოხატავდეს გაკვირვებასა და გაღიზიანებას ხალხის იმ მოსაზრებაზე, რომ ქალისთვის ქორწინება აუცილებლად ორსულობასთანაა დაკავშირებული.