სესხების განულების პროექტის მიღმა დარჩა რამდენიმე საფინანსო ორგანიზაცია და ჩვენ შეგვიძლია მათ მოვუწოდოთ, თავად გაუწიონ შეღავათი მსესხებლებს

სესხების განულების პროექტის მიღმა დარჩა რამდენიმე საფინანსო ორგანიზაცია და ჩვენ შეგვიძლია მათ მოვუწოდოთ, თავად გაუწიონ შეღავათი მსესხებლებს

სამწუხაროდ, სესხების განულების პროექტის მიღმა დარჩა რამდენიმე საფინანსო ორგანიზაცია და ჩვენ შეგვიძლია მათ მოვუწოდოთ ასეთ შემთხვევაში თავად გაუწიონ შეღავათი მსესხებლებს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

„მინდა შევეხო ძალიან მნიშვნელოვან პროცესს, რომელიც წარმატებით დასრულდა. ეს ეხება ერთჯერადი სოლიდარობის აქტს, რომლის მიხედვითაც 600 ათას მოქალაქეზე მეტს ჩამოეწერა ვალი და შესაბამისად, ის დანაპირები, რაც ჩვენ გავეცით, შესრულდა. 15 პროექტში მონაწილეობა მიიღო 38-მა საფინანსო ორგანიზაციამ. ხოლო 2019 წლის 1-15 იანვრამდე განულების პროექტში 14-მა საფინანსო ორგანიზაციამ გამოთქვა თანამშრომლობის სურვილი. მადლობა „ქართუს“, რომ არა მათი მხარდაჭერა ვერ შევძლებდით ასეთი უპრეცედენტო პროექტის რეალიზაციას. სამწუხაროდ, პროექტის მიღმა დარჩა რამდენიმე საფინანსო ორგანიზაციების მცირე ნაწილი, ჩვენ შეგვიძლია მათ მხოლოდ მოვუწოდოთ, ასეთ შემთხვევაში თავად გაუწიონ შეღავათი მსესხებლებს, ისევე, როგორც რამდენიმე ორგანიზაციამ უკვე დაანონსა“,- განაცხადა ბახტაძემ.