მამუკა ბახტაძის განცხადებით, დიდ დიღომში აფეთქებასთან დაკავშირებით ორი პირის დააკავეს

მამუკა ბახტაძის განცხადებით, დიდ დიღომში აფეთქებასთან დაკავშირებით ორი პირის დააკავეს

მამუკა ბახტაძის განცხადებით, დიდ დიღომში აფეთქებასთან დაკავშირებით ორი პირის დააკავეს. განცხადება მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

„დიდი ტრაგედია დაგვატყდა თავს ორი დღის უკან. გაზის გაჟონვას მოჰყვა ნგრევა, გარდაცვლილია ოთხი ადამიანი, მათ შორის ,ერთი მცირეწლოვანი ბავშვი, კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ გარდაცვლილებს ოჯახებს და ჩვენს საზოგადოებას. მე გუშინწინვე დავავალე სამართალდამცველებს, რომ უმოკლეს ვადებში ჩაეტარებინათ საგამოძიებო მოქმედებები და გამოევლინათ ტრაგედიის გამომწვევი მიზეზი. რამდენიმე წუთის წინ მაცნობეს, რომ დაკავებულია ორი პირი. გამოძიება გრძელდება. გარწმუნებთ ყველას, რომ ყველა ის პირი, ვინც იქნება გამოვლენილი, რომ ტრაგედიასთან მიმართებაში მათ ჰქონდათ თავიანთი პროფესიული ქმედებიდან გამომდინარე შეცდომა, ყველა აგებს პასუხს კანონის წინაშე”, –  განაცხადა პრემიერმა.