“არსად მინახავს, არსად მსმენია… ვერ წარმოგიდგენიათ, რა საცოდავად გამოვიყურებით…”

“არსად მინახავს, არსად მსმენია… ვერ წარმოგიდგენიათ, რა საცოდავად გამოვიყურებით…”

დიდ დიღომში მომხდარი ტრაგედიიდან მესამე დღეს ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

“მესამე დღეა, დუმილით გამოვხატავ მწუხარებას. თუმცა ყველაფერს ვხედავ, ყველაფერი მესმის, ყველაფერს ვამჩნევ.

მთელი ერი ასე დასდგომოდეს თვითგვემისა და თვითლიკვიდაციის გზას, არც არსად მინახავს, არც არსად მსმენია.

ალბათ, ვერ წარმოგიდგენიათ, რა საცოდავად გამოვიყურებით შორიდან!“, – წერს ზედელაშვილი.

დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება გუშინ საღამოს, დაახლოებით 20:30 საათზე მოხდა. აფეთების შედეგად, ოთხი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 1 არასრუწლოვანი და 8 ადამიანი დაშავდა.

ტრაგედიის ადგილზე დილიდან ისევ განახლდა საგამოძიებო მოქმედებები და გაწმენდითი სამუშაოები. ავთანდილის 8 ნომერი ამ დრომდე ყვითელი ლენტებით არის შემოსაზღვრული.