ანრი ოხანაშვილი:  ამორალურია ამ ტრაგედიის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება

ანრი ოხანაშვილი: ამორალურია ამ ტრაგედიის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება

დიდ დიღომში მომხდარი ტრაგედიის შედეგად ოჯახებმა და მთელმა საზოგადოებამ დიდი დანაკარგი განიცადა. ვუსამძიმრებ კიდევ ერთხელ გარდაცვლილთა ოჯახებს.

ამორალურია ამ ტრაგედიის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება და მითუმეტეს ქალაქის მერზე ბრალდებები. გასულ წელს სწორედ ის იყო მშენებლობის სფეროში სტანდარტების გამკაცრების ინიციატორი, რასაც პარლამენტმა მხარი დაუჭირა.

თბილისის მერს ჩვენი მხარდაჭერა ექნება ყველ იმ საკანონმდებლო რეფორმის განხორციელებაში, რომელიც მას დაგეგმილი აქვს სამშენებლო და უსაფრთხოების რეგულაციების კიდევ უფრო დახვეწისთვის, ვინაიდან ჩვენი საზოგადოების უსაფრთხოდ ცხოვრება ჩვენი მთავარი ამოცანაა.