სამწუხაროდ, დიდ  დიღომში მომხდარი ტრაგედიით  ცალკეული პირები და ჯგუფები,   საზოგადოების   შეგნებულად  შეცდომაში  შეყვანას ცდილობენ

სამწუხაროდ, დიდ  დიღომში მომხდარი ტრაგედიით  ცალკეული პირები და ჯგუფები,   საზოგადოების   შეგნებულად  შეცდომაში  შეყვანას ცდილობენ

2019  წლის   16 იანვარს დიდ  დიღომში მომხდარ ტრაგედიას  საპარლამენტო  ფრაქცია  „ქართული ოცნება-ძლიერი  ეკონომიკის"  თავმჯდომარე  გოჩა ენუქიძე  ეხმაურება.

„უპირველეს  ყოვლისა,  დიდ  მწუხარებას  გამოვთქვამ    მომხდარი  ტრაგედიის  გამო  და  ჩემს  გულწრფელ სამძიმარს  ვუცხადებ  გარდაცვლილთა  ოჯახებს.  სამწუხაროა რომ,  დიდ  დიღომში მომხდარით ტრაგედიით  ცალკეული პირები და ჯგუფები   სხვადასხვა  მიზნით სპეკულირებენ.    არაკვალიფიციურობისა   თუ  პოლიტიკური მოტივებიდან გამომდინარე,   ისინი ცდილობენ  საზოგადოება  შეგნებულად    შეიყვანონ შეცდომაში.

საგულისმხოა რომ,  დღეს არსებული კანონმდებლობით ბუნებრივი აირის ქსელების უსაფრთხოებას  არავითარი კავშირში არ აქვს  შენობის ექსპლუატაციაში მიღებასთან  და  ეს   მთლიანად გაზგამანაწილებელი  კომპანიის  პრეროგატივაა.  მიუხედავად, ჩვენი პოლიტიკური გუნდის მიერ მიღებული მრავალი პრევენციული პროგრამებისა თუ  რეგულაცებისა, სამწუხაროდ  ბუნ.აირის გაჟონვით გამოწვეული ტრაგიკული შემთხვევები ჯერ კიდევ ხდება.   ამგვარი ტრაგედიების თავიდან აცილების მიზნით ვიმედოვნებ    სახელისუფლებო ინსტიტუტები და მთავრობის    შესაბამისი  სტრუქტურები  უახლოეს  პერიოდში  მიიღებენ    გადაწყვეტილებას, არა მხოლოდ  სანქციების  გამკაცრების  შესახებ  არამედ დამატებითი კონტროლისა და მონიტორინგის შემოღების თაობაზე.  ვთვლი რომ, დაუშვებელია პოლიტიკური სპეკულაციების აგება მრავალი ოჯახისა და ერის   ტრაგედიაზე,  რაც შეეხება ცალკეულ პირთა  პასუხისმგებლობას ვიმედოვნებ  გამოძიება უმოკლეს ვადებში  დაადგენს ბრალეულობის საკითხს - განაცხადა  გოჩა ენუქიძემ.