ბექა ოდიშარია: არიან ადამიანები ვინც ჩვენი თანამოქალაქეების ტრაგედიას მყისიერად გადააქცევენ საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილად

ბექა ოდიშარია: არიან ადამიანები ვინც ჩვენი თანამოქალაქეების ტრაგედიას მყისიერად გადააქცევენ საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილად

მინდა გამოვეხმაურო თბილისის მერის დღევანდელ პრესკომფერენციას,  პირველ რიგში მინდა ავღნიშნო , რომ მე და ჩემი მეგობრები ჩვენს ოჯახის წევრებთან ერთად, ისევე როგორც ყველა  ნორმალური ადამიანი ამ ქვეყანაში, შეძრული ვართ დიდ დიღომში მომხდარი ტრაგედიით.

მართლაც უმძიმესი და შემზარავია თითოეული კადრისა და მომენტის ნახვაც კი ტელევიზიით, რაც ამ დღეებში გადმოიცემოდა.

ამ დროს, ცივილიზებულ ადამიანებს მთელ სამყაროში , გაჭირვებაში მყოფი ადამიანების შემწეობისა და გარდაცვლილ ადამიანების  სულებზე  ლოცვის სურვილი  უჩნდებათ.

თუმცა, სამწუხაროდ და სამარცხვინოდ ჩვენი საზოგადოებისა,  არიან ადამიანები ვინც ჩვენი თანამოქალაქეების ტრაგედიას მყისიერად გადააქცევენ საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილად და მიზანსცენად და ურცხვათ იწყებენ პოზიორობას ტელეკამერების წინ და ცდილობენ ამაზრზენი სახით პოლიტიკური ქულების ჩაწერას . ჩვენ შევეგუეთ , რომ ამ ადამიანებს არ გააჩნიათ კვალიფიკაცია, საკუთარი თანამოქალაქეების ადამიანური  სიყვარული და როდესაც ეს ეხება პოლიტიკურ პროცესს , როდესაც ეს გვეხება ცოცხალ ადამიანებს, ყოველდღიურ რუტინულ ჩვევად გადაგვექცა , მათი პასკვილებისა და ფართოდ ტირაჟიტებული სიყალბეების უბრალოდ ღიმილით იგნორი.

თუმცა ვფიქრობ, რომ როდესაც საქმე ეხება ჩვენს დაღუპულ თანამოქალაქეებს, ადამიანურ ტრაგედიებს, საზოგადოება უნდა დაფიქრდეს, ვისთან და რასთან გვაქვს საქმე.

მე არაერთხელ მომიწოდებია ამ ტიპის ადამიანებისათვის, რომ არ არსებოს ამ ქვეყანაზე პოლიტიკური მიზანი, რისკენაც შეიძლება ვისწრაფოდეთ საკუთარი სინდისისა და ადამიანური ტრაგედიების ხარჯზე , თუმცა ეს მოწოდება ალბათ რიტორიკულად დარჩება, ისევე

ისევე როგორც კალაძის მოწოდება ჟღერს მათთვის რიტორიკულად რომ ბოდიში მოიხადონ სიცრუისათვის, რადგან ბოდიშის მოხდას სინანული, სინდისი და სიმამაცე სჭირდება, რასაც ვფიქრობ მოკლებულნი არიან ამ ჟანრში მოღვაწე პოლიტიკოსები. კიდევ ერთხელ ,მთელ საზოგადოებას ვუსამძიმრებ თავს დატრიალებულ ტრაგედიას და ასეთ დროს, ალბათ საზოგადოების ჯანსაღ ნაწილს ერთად დგომა მმართებს.