სოციალურ ქსელში ლაიქებით რეკორდების დამყარება 21-ე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური გასართობია, რომელიც შეიძლება ითქვას დროსთან ერთად აბსურდული გახდა.
ცნობილი და უცნობი ადამიანები აზიარებენ ფოტოებს გამოწვევის სახით და იღებენ მილიონობით ლაიქს მომხმარებლებისგან.
4 იანვარს , შეიქმნა ახალი გამოწვევა , რომლის მიზანიც უბრალო კვერცხის ფოტოზე 18 მილიონი ლაიქის მოგროვება იყო. დიახ არ მოგესმათ, კვერცხის.
მსოფლიო გამოწვევას საქართველო არ ჩამორჩა და აჭარული ხაჭაპურის და ხინკლის პოპულარიზაცია სცადეს.
აქციაში, ცნობილი ფოტომოდელიც ჩაერთო. თამო ვაშალომიძემ სულ ცოტა ხნის წინ, ახალი ფოტო გამოაქვეყნა, სადაც მკერდი და ინტიმური ადგილები არც მეტი არც ნაკლები ხინკლებით აქვს დაფარული.
ფოტოს უდიდესი გამოხმაურება მოჰყვა. ზოგმა მოდელი გააკრიტიკა, ზოგი კი ხუმრობის ხასიათზე დადგა.
გადაუსწრებს თუ არა კვერცხს, თამო ვაშალომიძის ფოტო ამას მალე ვნახავთ.