ლონდონის მეტროში ქალი 21 წლის სტუდენტმა ბიჭმა ამშობიარა

ლონდონის მეტროში ქალი 21 წლის სტუდენტმა ბიჭმა ამშობიარა

უჩვეულო შემთხვევა მოხდა ლონდონის მეტროში. ახალგაზარდა ქალი 21 წლის სტუდენტმა ბიჭმა ამშობიარა. ამის შესახებ dailymail-ი წერს.

„ყველაფერი ინსტინქტურად გავაკეთე. ეს შემთხვევა დაუჯერებელი იყო!“ - ამბობს სელიმი, რომელიც სახლში ანატომიის ლექციიდან ბრუნდებოდა.

სასწრაფო დახმარების ბრიგადა ადგილზე მშობიარობიდან 5 წუთის შემდეგ მივიდა და ჭიპლარიც მათ გადაუჭრეს. დედა- შვილი საავადმყოფოში გადაიყვანეს და ისინი თავს შესანიშნავად გრძნობენ.