მაგნიტოგორსკში აფეთქებას გამოძიება ტერაქტად არ განიხილავს

მაგნიტოგორსკში აფეთქებას გამოძიება ტერაქტად არ განიხილავს

მაგნიტოგორსკში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის მიზეზად ისევ გაზის აფეთქება განიხილება.

საამოძიებო კომიტეტმა საზოგადოებას მოუწოდა, რომ არ ენდოს „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომელმაც აფეთქებაზე პასუხისმგებლობა აიღო.

10-სართულიან საცხოვრებელ სახლში აფეთქება 31 დეკემბერს, დილის საათებში მოხდა. აფეთქების შედეგად 39 ადამიანი დაიღუპა. ოფიციალური ვერსიით, მიზეზი გაზის აფეთქება იყო.