"საკმაოდ კრიტიკული დღეებია 19, 21, 24 და 25 იანვარი, მოერიდეთ ლიფტებსა და ესკალატორებს"

ასტროლოგი სოფია ბზეკელავა საზოგაადოებას აფრთხილებს:

"მართალია ძალიან არ მიყვარს არც ნეგატიური პროგნოზები და არც ადამიანების შეშინება, მაგრამ სიფრთხილეს თავი არ სტკივა მეგობრებო და 19, 21, 24 და 25 რიცხვები არის ასევე საკმაოდ კრიტიკული. განსაკუთრებით 21 (უშუალოდ დაბნელება). ამიტომ შეძლებისდაგვარად მოერიდეთ დიდ თავყრილობებს, სადაც ლიფტები, ესკალატორებია, შენობებს უშუალოდ მიწის ქვემოთ, გადაადგილებას დიდ გზაზე (მატარებლით), შეამოწმეთ ავტომობილების გამართულობა, არავითარ შემთხვევაში არ გადააჭარბოთ სიჩქარეს. ერიდეთ ელექტროობას ან ტექნიკის საკუთარი ხელით შეკეთებას თუ ამ სფეროს პროფესიონალი არ ხართ.

ამ პერიოდში ბავშვები განსაკუთრებით ჭირვეულობენ და უმართავები არიან. ამიტომ გაგებით მოეკიდეთ ამ ფაქტსაც. კიდევ ერთხელ, სიმშვიდეს გისურვებთ გახსოვდეთ არაფერია მუდმივი, პლანეტები მოძრაობენ და ცუდი პერიოდიც წარმავალია", - წერს ასტროლოგი.