ახალი დეტალები: ბუნებრივი აირი არა ფირანიშვილებთან, არამედ მეზობელ ბინაში დაგროვდა

ახალი დეტალები: ბუნებრივი აირი არა ფირანიშვილებთან, არამედ მეზობელ ბინაში დაგროვდა

სულ ახლახან გავრცელდა ის ინფორმაცია, რაც გამომძიებლებმა უკვე დაადგინეს. ბუნებრივი აირი არა ფირანიშვილების ბინაში, არამედ მეზობლად მდებარე ერთ ოთახიანში დაგროვდა. ამ სახლში არავინ ცხოვრობდა და უცნობია, რამდენია ხნის განმავლობაში ხდებოდა გაზის კონცენტრაცია დახურულ სივრცეში.

მოულოდნელი აფეთქების ტალღამ კი ქართულ-ამერიკული სკოლის ისტორიის მასწავლებლის ოჯახის სამი წევრი და სადარბაზოში შემთხვევით მისული ახალგაზრდა მამაკაცი იმსხვერპლა. ბინაში განადგურებულია ყველაფერი, ჩამონგრეულია კედლები.

"კურიერის" ინფორმაციით, საცხოვრებელ კორპუსში ამ დრომდე ექსპერტები მუშაობენ.