გსურს, მთელი შენი ღირსება მაკიაჟის დახმარებით წარმოაჩინო? განსაზღვრე შენი ტიპი, ვიდრე მაკიაჟს გაიკეთებ. ამის ცოდნა გამოგადგება როგორც სადღესასწაულოდ, ისე ყოველდღიურად.
მორჩილი ტიპი
ჯიჯი ჰადიდი
ამ შემთხვევაში სინამდვილეში საუბარია ნაკვთების ბუნებრივ სინაზესა და მომრგვალებულ ხაზებზე, რაც მეგობრულ, სანდრო განწყობას იწვევს. ჯიჯი ჰადიდის პოპულარული ბეიბი-ფეისი სწორედ ასეთ ტიპს ესადაგება - ზუსტად ისევე, როგორც ლეგენდარული მერილინ მონროს სტილი. მთავარია კონტურები, სახის არამსხვილი ნაკვთები, ელეგანტურად ტალღოვანი თმა - სწორედ ეს იმიჯი უხდება „მორჩილ“ ქალს. მაკიაჟში უნდა გამოიკვეთოს სინაზე, აქცენტი პასტელის ფერებსა და მბზინვარე ტექსტურაზე უნდა გაკეთდეს.
დომინანტი ტიპი
მეგან ფოქსი
აქ ყველაფერი პირიქითაა: „დომინანტები“ შესანიშნავად გამოიყურებიან, როცა სიმკაცრის დემონსტრირებას ახდენენ. ამ ტიპისთვის დამახასიათებელია სახის მსხვილი, მკვეთრი და უხეში ნაკვთები, ბევრად უფრო მკაცრი კონტურები. ეს ის შემთხვევაა, როცა ვიზუალში მისასალმებელია კონტრასტულობა, მაგ: ფერმკრთალ კანსა და თმის მკვეთრ ფერს შორის. მაკიაჟში დომინანტებისთვის შესაფერისია ის, რაც საბედისწერო ქალებთან ასოცირდება: „კატისებრი“ ისრები, „დრამატული“ წამწამები და სისხლისფერი წითელი ტუჩები.