ინდონეზიაში ნიანგმა მასზე მზრუნველი ქალი დაგლიჯა

ინდონეზიაში ნიანგმა მასზე მზრუნველი ქალი დაგლიჯა

ინდონეზიელი ქალი 44 წლის დიზი ტუვო მოშინაურებულმა ნიანგმა დაგლიჯა მას შემდეგ, რაც ის ცხოველის ვოლიერში შევიდა. ამის შესახებ BBC წერს.

ქალი ვოლიერში შევიდა, რათა ნიანგისთვის საჭმელი მიეტანა. ის მუშაობდა ფერმაში, სადაც ცხოველი უკანონოდ ჰყავდათ დაჭერილი. გავრცელებული ცნობით, 700-კილოგრამიანმა ნიანგმა სახელად მერიმ, ქალს ხელი მოაჭამა და მუცელი გაუფატრა.

ნიანგი ნაკრძალში გადაიყვანეს. სამართალდამცველები კი ფერმის მეპატრონეს ეძებენ.