მეუფე პეტრე მრევლს ემუქრება

მეუფე პეტრე მრევლს ემუქრება

ჭყონდიდის მიტროპოლიტს, მეუფე პეტრე ცაავას მრევლი დაუპირისპირდა. ვითარება იმდენად რთულია, რომ მეუფე და რამდენიმე სასულიერო პირი ადგილობრივ მოსახლეობას სალხინოში მდებარე წმინდა გიორგის ეკლესიაში მიუვარდა და მრევლს დაემუქრა, რომ მათ ზიარების გარეშე დატოვებს. სალხინოში განვითარებულ პროცესებს ადგილზე შეესწრო, შავი ბერი, ხატმწერი მამა მაკარი, რომელიც 15 წელია სამების ტაძარში ცხოვრობს.

მამა მაკარი შეეცადა ვითარების გარკვევას, მაგრამ მეუფე პეტრესთან დაახლოებულმა სამღვდელოებამ მას შურაცხყოფა მიაყენა. ვითარება იმდენად რთულია, რომ ადგილობრივი მოსახლეობა საპატრიარქოსგან ითხოვს პროცესებში ჩართვას და მის მშვიდობიანად მოგვარებას.

რა მოხდა სალხინოში წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში და რატომ ძალადობს მეუფე პეტრე მრევლზე, ამ საკითხებთან დაკავშირებით For.Ge მამა მაკარს ესაუბრა.

მამა მაკარ, რა მოხდა სალხინოს წმინდა გიორგის ეკლესიაში და რა პრეტენზია აქვს ამ ტაძართან და მის მრევლთან მეუფე პეტრეს?

მამა მაკარი: სალხინოში ძმა დამყავს სამკურნალოდ, შობის არდადეგებზე ჩასული ვიყავით სოფელში. 14 იანვარს თბილისში ვბრუნდებოდი რა დროსაც დავინახე, რომ სალხინოში წმინდა გიორგის ტაძართან შეკრებილი იყო მრევლი. გამიკვირდა ამდენი ხალხის ყოფნა და შევეცადე გამერკვია რა ხდებოდა.

ადგილზე რომ მივედი ასეთი სურათი დამხვდა – მობრძანებული იყო მეუფე პეტრე თავის სასულიერო პირებთან ერთად, დედაოებიც იყვნენ და საუბრობდნენ ადგილობრივ დეპუტატთან. ცალკე იდგა აღელვებული ადგილობრივი მოსახლეობა. ვკითხე მათ რა ხდებოდა, მითხრეს, რომ მეუფე თავის სასულიერო პირებთან ერთად ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე ტაძარში მოგვივარდაო.

მეუფე პეტრე ცნობილია თავისი ქმედებებით და სკანდალური განცხადებებით, რაც სამწუხაროდ ჩვეულ მოვლენად იქცა, მაგრამ ტაძარში მივარდნა, ეს უკვე ძალადობისკენ მიმართული ქმედებაა, რა მოტივით მიუვარდნენ ეკლესიის მსახურს და მრევლს?

– საქმე ის გახლავთ, რომ სალხინოში წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი, საკუთარი სახსრებით ააშენა ბიზნესმენმა კლიმენტი კეკუტიამ. მეუფე პეტრემ ამ ტაძართან ერთად სასწრაფოდ ააშენებინა სასულიერო პირის საცხოვრებელი სახლი, სადაც უნდა მოსულიყო მეუფე პეტრე და თავისი სასულიერო პირი უნდა მოეყვანა. ეს ხდებოდა დაახლოებით 7–8 წლის წინ. მაშინ პატრიარქისგან ჰქონდა კურთხევაც. მრევლი ელოდებოდა ტაძირის კურთხევას და სასულიერო პირის მოყვანას, მაგრამ მეუფე პეტრემ ტაძარი არ აკურთხა.

რა მიზეზით არ აკუთრხა ტაძარი?

– მიზეზი ჩემთვის უცნობია. მაგრამ 8 წლის შემდეგ 14 იანვარს მივარდა ტაძარში და აღნიშნა, რომ მიიღო გადაწყვეტილება 17 იანვარს აკურთხოს ტაძარი. ადგილობრივი მოსახლეობა აცხადებს, რომ მეუფეს არ მიუშვებენ ტაძარში და არ მისცემენ ტაძრის კურთხევის უფლებას. ვითარება იმდენად დაძაბულია, რომ შესაძლებელია პროცესები კიდევ უფრო გართულდეს.

მამა მაკარ, თუ მეუფე ამბობს, რომ ტაძარი უნდა აკურთხოს, რატომ ეწინააღმდეგება ამას მრევლი და სალხინოს წმინდა გიორგის მღვდელმსახური?

– როგორც ადგილობრივები ამბობენ მათთვის მიუღებელია მეუფეს მხრიდან უწმინდესის წინააღმდეგ გაკეთებული განცხადება, ასევე ის, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ამბიონიდან დაწყევლა ის მრევლი, ვინც სალომე ზურაბიშვილის მისცა ხმა და ა.შ. სასულიერო პირის მხრიდან ასეთი პოზიციის შემდეგ მრევლს უჭირს მასთან სიახლოვე. ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, რომ ტაძარში უნდა იყოს სიწმინდე, სიყვარული, პატივისცემა, მშვიდობა როგორც ეს სახარებაში წერია, მაგრამ ამას მეუფეს ქმედებაში ვერ ხედავენ.

ვითარება რთულია, როდესაც მეუფე პეტრემ ტაძირის მიმდებარე ტერიტორია დატოვა, განაცხადა, რომ უზიარებლობით დასჯიდა ყველას. მეუფე წაბრძანდა, მაგრამ ადგილზე დარჩა დაახლოებით 7 სასულიერო პირი, რომლებმაც ხალხის მიმართ რთული ატმოსფერო შექმნეს – ჩვენ ვართ რაც ვართ, თქვენ რა იცით ეკლესიის საქმეების შესახებ, ჩვენ ვწყვეტთ ყველაფერს, ჩვენ გვაქვს ჩვენი კანონოები, ჩვენ ვემსახურებით უფალს და თუ არ დაგვემორჩილებით, დაისჯებით, ამიტომ რასაც ჩვენ ვიტყვით ის უნდა მიიღოთო.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამას აცხადებდნენ არა სიყვარულით, რომ ადამიანს გაუჩნდეს მათ მიმართ სათნოების გრძობა, არამედ ამას აცხადებენ მუქარის სახით.

როდესაც ვნახე ასეთი ვითარება, ჩავერიე და ვუთხარი, თქვენ სასულიერო პირები და ბერები ბრძანდებით, პირიქით მრევლის მიმართ სიყვარული და მშვიდობა უნდა გამოიჩინოთ, უნდა დაანახოთ, რომ მამები ხართ და მათი პრობლემის მიმართ გული შეგტკივათ და არა ასეთი ძალადობრივი ქმედება, მე რასაც ვიტყვი, როგორც გადავწყვეტ ისე იქნება, ეს ამ ხალხისთვის მიუღებელია–თქო.

რა გიპასუხათ მეუფის მღვდელმსახურებმა?

– მითხრეს, რომ შენ რატომ ერევი სხვისი ეპარქიის საქმეშიო. პირდაპირი მნიშვნელობით მომაყენეს შურაცხყოფა. ვუთხარი, რომ თქვენ ეს არ გეპატიებათ-თქო. სიტუაცია ისეთი დაძაბულია, რომ ადგილობრივი მრევლი არ დაუშვებს სამღვედლოებიდან შეურაცხყოფის ატანას.

ამ დაპირისპირებას ესწრებოდა ბატონი კლიმენტის შვილი, გიორგი, რომელიც ადამინაურად და ზრდილობიანად ესაუბრებოდა მათ, მაგრამ მღვდელსამხურების მხრიდან ზრდილობაზე საუბარი ზედმეტი იყო. ასეთი თავხედური მოპყრობა, რასაც მათი მხრიდან ჰქონდა ადგილი, ეს იყო გაუგონარი. ისეთ სურათი იქმნება, რომ თუ საჭირო გახდა, ადგილობრივები ძალასაც გამოიყენებენ, რაც არ გვინდა.

ძალაში რას გულისხმობთ?

– მე ასე ვფიქრობ, რომ მეუფე პეტრეს ტაძარში არ შეუშვებენ და თუ გააგრძელებენ ასეთ ძალადობას, გაუსწორდებიან იმ სასულიერო პირებსაც.

ვითარება რთულია, როდესაც ეპარქიის ხელმძღვანელს უპირისპირდება მრევლი, მაგრამ როგორ შეიძლება ეს პროცესი დარეგულირდეს, გამოსავალს რაში ხედავთ?

– როგორც გითხარით, მეუფე პეტრე და მასთან დაკავშირებული მღვდლები გაუფრთხილებლად შემოიჭრნენ. პირდაპირი მნიშვნელობით, ეს იყო თავდასხმა. მეუფის ასეთი ქმედებით გაოგნებული იყო მრევლი. ერთხელ აპატიეს მეუფეს ძალადობა, ორჯერ, სამჯერ, ოთხჯერ, ხუთჯერ, მაგრამ მეუფე არ ჩერდება. ამიტომ მრევლი გამოსავალს ისევ საპატრიარქოს გადაწყვეტილებაში ხედავს, რომ საპატრიარქომ გაანეიტრალოს სიტუაცია.

საპატრიარქო როგორ შეძლებს, რომ გაანეიტრალოს სიტუაცია? სიტუაცია არის რთული და ვითარებას ართულებს ისიც, რომ ეპარქიის ხელმძღვანელი არ ემორჩილება საპატრიარქოს, ფაქტიურად ძალადობრივ ქმდებებზე გადავიდა, ვგულისხმობ მის საკნდალურ განცხადებებს თუნდაც სინოდის ბოლო შეხვედრის შემდეგ...

– მე ვფიქობ, რომ საპატრიარქომ უნდა იმსჯელოს რჯულის კანონის მიხედვით. ეს არის ერთადერთი გამოსავალი. კერძოდ, მსოფლიოს საეკლესო კრებების დადგენელიება. ეს არის წმინდა მამათა კანონები, მოციქულთა 85 კანონი და 7 მსოფლიო საეკლესო კრებების დადგენილებები, რომელიც ბოლოს 787 წელს აღსრულდა, სადაც კარგად წერია როგორი უნდა აგოს პასუხი ეპისკოპოსმა ასეთ ქმედებებზე და რა სასჯელი ელოდება მას. ამის თანახმად უნდა იმსჯელოს ეკლესიამ, რადგან დაუწერელი კანონებით ჩვენ ვერ ვიხელმძღვანელებთ. ეკლესიას აქვს დაწერილი კანონები და აქედან უნდა ვიმსჯელოთ.

თქვენ, როგორც შავი ბევრი, რას მოუწოდებთ მეუფე პეტრეს და მასთან დაპირისპირებულ მრევლს?

– მეუფე პეტრე როდესაც მობრძანდა მარტვილის ეპარქიაში, ის ძალიან უყვარდა ადგილობრივ მოსახლეობას, ბევრი სასიკეთო საქმეც გააკეთა. მივმართავ მეუფეს, რომ იმ პირველ სიყვარულს და პატივისცემას დაუბრუნდეს, როგორც სახერებაში წერია იოანეს გამოცხადებაში – „შენ გგონია, რომ ცოცხალი ხარ, მაგრამ სინამდვილეში შეიცანი შენი თავი და დაუბრუნდი შენს პირველ სიყვარულს, რომ შეიმოსო ნათელი სამოსელი“ – ეს არის მთელი ქრისტიანობის არსი, ყველა სასულიერო პირი ქრისტეა და ქრისტე კი არის სიყვარულის და მშვიდობის ღმერთი. ვურჩევ მეუფე პეტრეს, რომ ეს სიყვარული აღადგინოს თავის მრევლთან, რომ მართალი იყოს უზენაესის და კაცთა წინაშე.

მრევლში მეუფის მიმართ უნდობლობა მისმა ბოლო განცხადებებმა გამოიწვია, როდესაც თქვა, რომ 27 დეკემბერს სინოდის სხდომაზე დაიმსხვრა მითი ილია მეორის მწყემსიკეთილობის შესახებ. გარდა ამისა, ამბიონიდან შეაჩვენა ის მრევლი, რომელმაც ხმა სალომე ზურაბიშვილის მისცა.

 

dima ეს არსება,ყოფილი ბანდიტი, სანამ ავტომატით არ ჩაცხრილავს ხალხს ,არ უნდა ჩამოაშოროთ მღვდელმსახურებას?!დარწმუნებული ვარ .რომ მაგიც იყო ციანიდის საქმეში გარეული და პატრიარქის მოწამვლის შემთხვევაში იგი უმიზნებდა პატრიარქობას!
1 თვის უკან
TAMARI დეზინფორმაციას ნუ ავრცელებთ! ჟურნალიტებს ობიექტურობა მგეთხოვებათ და არა ჭორაობა! მაგ სიმართლით განგსაჯოს უფალმა ბერო მაკარ! შენ ცოდვებს მიხედე!
1 თვის უკან
goga მატყუარა და ცრუპენტელა,, ბერები'' რომ გვყავს და მხოლოდ მათ მიერ მოწოდებულ დეზინფორმაციას რომ. ავრცელებთ მაგიტოა საქმე კარგად
1 თვის უკან
goga მაკარიმ ასეთი არაკაცობის მეტი არაფერი იცის.და მისმა დამკვეთებმაც.,, შეინანეთ მოახლოებულ არს სასუფეველი ცათა''
1 თვის უკან
Noko lozz პირადად ვარ ყოველივეს შემსწრე და მსგავსი არაფერი ყოფილა, ცრუპენტელა და მატყუარა ბრძანდება ,,ბერი მაკარი” ( საკითხავია ბერიც რამდენადაა) მეუფე პეტრე მივიდა ტაძრის საკურთხებლად, და მოსახლელბასაც დიდი სურვილი აქვს ტაძრის კურთხევის. გარდა იმ ავაზაკებისა და მატყუარებისა რომელთაც სურთ მეუფის სახელის შელახვა, თუმცა ამას ვერასდროს შეძლებენ რადგან მეუფე პეტრე მართალია როგორც ღმერთის ასევე ხალხის წინაშე.
1 თვის უკან
გიორგი რომელ მუქარაზეა საუბარი, როდეს კლიმენტი კეკუტიამ სალხინოს ღვთისმშობლის სახელობის მონასტრისთვის შეწირული ხატი , ქურდულად 30 ნასვამ მდგომარეობაში მყოფი თანხმლებ პირებთან ერთად გაიტანეს მონასტრიდან საშობაო მსახურების დაწყებამდე რამოდენიმე საათით ადრე, მონასტერში მოღვაწე ბერებს კი დაემუქრნენ , შობა გაითენეთ და მერე ჩვენ ვიცითო, საზოგადოება ბრმა არ არის და ნურც ნაცრის შეყრას ცდილობთ ჭყონდისის ეპარქიის მრევლის სახელით ნუ წერთ ბინძურ სტატიებს, ამისთვის მოგეთხოვებათ, მრევლში კი იგულისხმება 200 და 300 ლარზე გაყიდული ადამიანები რომლებსაც აფინანსებს ე.წ ზემოთ ხსენებულიი კეკუტია, სულს ნუ გაყიდით გროშებზე....
1 თვის უკან
Maverick გაპარსეთ, უკუღმა შესვით ვირზე და გაუყენეთ კუდიგორის გზას!
იქ თავისი ძმაკაცი მიშმაკი და მისი მიმდევრები დახვდებიან სოფელსაც "ააშენებენ"
1 თვის უკან
manana რა დღეშია კეგებეს დაფინანსებული ილიას მრევლი?
1 თვის უკან